პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.07.2019
ძალის დაკარგვა 15.09.2021
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,991 სიტყვა · ~35 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2019 მიღება
15.09.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ინსპექტორი
სახელმწიფო ინსპექტორი
მუხლი 2
სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
მუხლი 2
განმცხადებელი
მონაცემთა სუბიექტი, რომლის განცხადების განხილვის ფარგლებშიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება)
მუხლი 2
ინსპექტირების შესახებ ბრძანება
ინსპექტირების შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
მუხლი 2
ინსპექტირების სუბიექტი
ინსპექტირების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული ინსპექტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი
მუხლი 2
ინსპექტირების ობიექტი
ინსპექტირების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი, რომლის/რომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით ტარდება ინსპექტირება
მუხლი 2
მხარე
განმცხადებელი, ინსპექტირების ობიექტი
მუხლი 2
მესამე პირი
ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა ინსპექტორისა, ინსპექტირების სუბიექტისა, ასევე განმცხადებლისა და ინსპექტირების ობიექტისა.  2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო ინსპექტორი თამარ ქალდანი სახელმწიფო ინსპექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №2 2019 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული სახით დამტკიცდეს „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო ინსპექტორითამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ბრძანების მოქმედების სფერო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეს წესი ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (შემდგომში – ინსპექტირება) ჩატარების წესს, განსაზღვრავს ინსპექტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირების (შემდგომში – ინსპექტირების სუბიექტების) და მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ინსპექტირების ჩატარების პრინციპებს, მტკიცებულებების მოპოვების მეთოდებსა და ძირითად პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტორი – სახელმწიფო ინსპექტორი; ბ) სამსახური – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; გ) განმცხადებელი – მონაცემთა სუბიექტი, რომლის განცხადების განხილვის ფარგლებშიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ)  ინსპექტირების შესახებ ბრძანება – ინსპექტირების შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; ე) ინსპექტირების სუბიექტი – ინსპექტირების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული ინსპექტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი; ვ) ინსპექტირების ობიექტი – ინსპექტირების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი, რომლის/რომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით ტარდება ინსპექტირება; ზ) მხარეგანმცხადებელი, ინსპექტირების ობიექტი; თ) მესამე პირი –  ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა ინსპექტორისა, ინსპექტირების სუბიექტისა, ასევე განმცხადებლისა და ინსპექტირების ობიექტისა.  2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. საქმის წარმოების ენა 1. ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (შემდგომში – საქმის წარმოება) ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.  2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია ინსპექტირების სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. მუხლი 4🔗. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და ჩაბარება 1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას ინსპექტირების სუბიექტს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები. 2. ინსპექტირებასთან დაკავშირებული გაგზავნილი შეტყობინებები, წერილები, წინადადებები, ოქმები და სხვა დოკუმენტები მხარესა და მესამე პირს შესაძლებელია ჩაჰბარდეთ: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით; ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნით; გ) ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნით; დ) ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ან სხვა დაცული ელექტრონული არხების გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა გზით, რომელიც პირისათვის შეტყობინების/ინფორმაციის/დოკუმენტის ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. 3. ინსპექტირების შესახებ ბრძანება, ასევე ინსპექტირების დასრულების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გაეცნობა ინსპექტირების ობიექტს ოფიციალური წესით, რაც გულისხმობს ინსპექტირების ობიექტისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) აღნიშნული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში, ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს სამსახურში. 4. ინსპექტირების სუბიექტის მიერ რაიმე დოკუმენტის გასაცნობად, ახსნა-განმარტების ან ჩვენების მისაცემად, მოსაზრებებისა და შენიშვნების წარმოსადგენად  სამსახურში მხარის ან მესამე პირის დაბარება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 5. სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. თავი II. ინსპექტირება მუხლი 5🔗. ინსპექტირება და მისი ჩატარების მიზანი 1. ინსპექტირება წარმოადგენს სამსახურის მიერ საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს. ინსპექტირების ჩატარების მიზანი შესაძლებელია იყოს: ა) სამართალდარღვევათა პრევენცია; ბ) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების შემოწმება, სისტემური ან/და ინდივიდუალურ სამართალდარღვევათა გამოვლენა ან სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის დადგენა; გ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ან ინსპექტირების დასრულების/შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება; დ) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის მიღებული ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ე) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა. 2. ინსპექტირების ჩატარებას შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მიზანი. კონკრეტული ინსპექტირების მიზანს/მიზნებს განსაზღვრავს ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 6🔗. ინსპექტირების ჩატარების საფუძველი 1.    ინსპექტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ინსპექტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სამსახურის მიერ საზედამხედველო ან მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება; ბ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების შინაარსი ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში გარემოებების დამატებითი შესწავლის ან/და მტკიცებულების მოპოვების საჭიროება; გ) სამსახურის ინიციატივა; დ) ნებისმიერი პირისაგან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ან სხვა წყა­რო­­დან მიღებული დოკუმენტი ან ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე ან აღნიშნულის თაობაზე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქვემდებარეობით გადმოგზავნილი დოკუმენტი; ე) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან/და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების შედეგად ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი; ვ) კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ან კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინციდენტი; ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული, სამსახურისათვის (ინსპექტორისათვის) შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. 2. შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის მიღებული ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომების და განხორციელებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგთან, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრსა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) მონაცემთა დაცვისთვის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას. 3. ინსპექტირება ტარდება ინსპექტირების შესახებ ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რომელსაც ადგენს ინსპექტორი (ან მის მიერ ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირი), შესამოწმებელი საკითხის სირთულის, მოცულობის და სპეციფიკის გათვალისწინებით. 4. ინსპექტირება ხორციელდება მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სამსახურისათვის უცნობია ან ზუსტად არ არის ცნობილი მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის ვინაობა, ინსპექტორი (ან მის მიერ ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია ინსპექტირება დაიწყოს მონაცემთა დამუშავების ან შესაძლო დამუშავების ფაქტზე. 5. თუ ინსპექტირების პროცესში გამოიკვეთა იმ მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც არ წარმოადგენს ინსპექტირების ობიექტს, მიუხედავად ინსპექტირების ფარგლებისა, ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, ხოლო ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე. 6. ინსპექტირების ობიექტს ინსპექტირების დასრულებამდე არ გაეწევა კონსულტაცია იმ საკითხებზე, რომელზეც ტარდება ინსპექტირება.   მუხლი 7🔗. ინსპექტირების პრინციპები 1. ინსპექტირების სუბიექტები ინსპექტირებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, ამ წესით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით. ინსპექტირების სუბიექტი ვალდებულია იცნობდეს ამ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და იმოქმედოს აღნიშნული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად. ინსპექტირებისას, ინსპექტირების სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და  უნდა დაიცვას ისინი. 2. ინსპექტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა – ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად, მხარეთათვის რაიმე უპირატესობის მინიჭების ან გარე ზემოქმედების გარეშე, მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და სამსახურის საქმიანობის მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით; ბ) დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება – ინსპექტირების სუბიექტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კანონის წინაშე, ექვემდებარება მხოლოდ ინსპექტორისა და კურატორი მოადგილის დავალებებსა და მითითებებს და მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობითა და ინსპექტორის შესახებ ბრძანებით დადგენილ ფარგლებში (გარდა ამ წესით განსაზღვრული გამონაკლისებისა); გ) პასუხისმგებლობა – საქმის წარმოება ყოველთვის ემყარება პრეზუმფციას, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება  მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებაა და არა – სამსახურის; დ) ქმედითობა და ეფექტიანობა – ინსპექტირების პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს რელევანტური მეთოდოლოგია, პრაქტიკა და ტექნიკური საშუალებები, რომელიც დაეხმარება ინსპექტირების სუბიექტს მტკიცებულების მოპოვებაში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ე) კონფიდენციალობა – ინსპექტირების პროცესში მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაცია დაცულია და გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესასრულებლად. მუხლი 8🔗. ინსპექტირების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და მისი რეკვიზიტები 1. ინსპექტირების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ინსპექტირების შესახებ ბრძანებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაურს; ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღს; გ) ინსპექტირების ობიექტის სახელს/სახელწოდებას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს (გარდა საჯარო დაწესებულებისა), ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი უცნობია) – მონაცემთა შესაძლო დამუშავების ფაქტის ( ან შესაძლო ფაქტის) ზოგად აღწერას; დ) ინსპექტირების ფარგლებსა და ჩატარების პერიოდს; ე) ინსპექტირების სუბიექტების სახელებს, გვარებს, თანამდებობებსა და პირად ან სამსახურებრივი მოწმობის ნომრებს; ვ) ინფორმაციას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების უფლების შესახებ, სასამართლოს დასახელების, მისამართის და გასაჩივრების ვადის მითითებით; ზ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სარეგისტრაციო ნომერს; თ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობასა და ხელმოწერას. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია ინსპექტირების შესახებ ბრძანებაში შეიტანოს სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც კონკრეტული საქმიდან გამომდინარე მიიჩნევს საჭიროდ. 3. ინსპექტორის შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის უფლება აქვს ინსპექტორს (ან მის მიერ უფლებამოსილ პირს), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ინსპექტორის მოადგილეს. 4. ინსპექტორის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შეიტანება ამ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. 5. ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.   6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ინსპექტორის ხელმოწერისთანავე, თუ თავად ამ აქტით სხვა რამ არა არის განსაზღვრული. 7. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს ოფიციალური გაცნობიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები გაასაჩივროს სასამართლოში  კანონით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. ინსპექტირების არდაწყებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. გადაწყვეტილება ინსპექტირების დაწყების თაობაზე არ მიიღება, ხოლო დაწყებული ინსპექტირება წყდება, თუ სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დარღვევის ფაქტზე, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; გ) იმავე ფაქტზე, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება ინსპექტორს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიღებული აქვს გადაწყვეტილება; დ) იმავე დარღვევის ფაქტზე, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან დაწყებულია გამოძიება; ე) ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი გარემოების გამოკვლევა/შესწავლა სცილდება სამსახურის კომპეტენციას; ვ) არსებობს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება; ზ) არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული  გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირება წყდება მხოლოდ იმ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი. მუხლი 10🔗.  რეაგირება დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას 1. ინსპექტირების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას, ინსპექტირების სუბიექტი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ინსპექტორს, რომელიც თავის გადაწყვეტილებას ასახავს ინსპექტირების დასრულების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნება ინსპექტირების დასრულების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლი ან ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე. თავი III. ინსპექტირების სუბიექტი და მხარეთა უფლება-მოვალეობები მუხლი 11🔗. ინსპექტირების სუბიექტი და ინსპექტირების ჯგუფის ფორმირება 1. ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ფორმირდება ინსპექტორის (ან მის მიერ ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირის)  მიერ: ა) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეებისაგან, თუ ინსპექტირების ობიექტია: ა.ა) სამართალდამცავი ორგანო ან ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია აღნიშნული ფუნქცია; ა.ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ან სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ ინსპექტირების მიზანია  ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაცემის ან/და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის (ინსპექტორის) ინფორმირების კანონიერების შესწავლა; ბ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეებისაგან, თუ ინსპექტირების ობიექტია ფიზიკური პირი, საჯარო (გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა) ან კერძო დაწესებულება. 2. ინსპექტირების მიზნის, სპეციფიკისა და დასადგენი გარემოებებიდან გამომდინარე, ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელეებისა, ინსპექტირების ჯგუფში ასევე შესაძლებელია ჩაერთვნენ: ა) სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეები; ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ ინსპექტირების ეფექტიანად ჩატარებისათვის აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ შეიძლება განხილულ იქნეს ინსპექტირების სუბიექტების ჯგუფის განსხვავებული წესით ფორმირების შემზღუდავ გარემოებად. 4. ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოხელეებით/თანამშრომლებით. ამასთან, ჯგუფის ფორმირებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინსპექტირების მიზნები, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და სპეციფიკა. ინსპექტირების  ჯგუფი ფორმირდება  სამსახურის მინიმუმ 2 მოხელისაგან. 5. ინსპექტირების სუბიექტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა, უნარები და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა მასზე დაკისრებული ინდივიდუალური მოვალეობების შესასრულებლად. ინსპექტირების სუბიექტმა არ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაო დამოუკიდებლად, რომელშიც მას არა აქვს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია. მოვალეობების შესრულების მიზნით, ინსპექტირების სუბიექტები კოლექტიურად უნდა ფლობდნენ ცოდნას, უნარებს და სხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებს ინსპექტირების განსახორციელებლად. ინსპექტირების სუბიექტი  უნდა იცნობდეს საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას, რეგულაციებსა და  საუკეთესო პრაქტიკას. კანონმდებლობის ცოდნა საშუალებას აძლევს ინსპექტირების სუბიექტს წარმართოს საქმიანობა კანონის ფარგლებში, ხოლო რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა მას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. მუხლი 12🔗. ინსპექტირების სუბიექტის აცილების საფუძვლები 1. ინსპექტირების სუბიექტად არ შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) იყო ან არის საქმეში მონაწილე მხარის წარმომადგენელი; დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს მხარეს. 2. ინსპექტირების სუბიექტი ვალდებულია ინსპექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 3. ინსპექტორის თვითაცილების საფუძვლის არსებობისას, ინსპექტორის მოადგილე ასრულებს ინსპექტორის მოვალეობას და სარგებლობს ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით (მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებით). მუხლი 13🔗. ინსპექტირების სუბიექტის უფლება-მოვალეობები 1. ინსპექტირების სუბიექტს უფლება აქვს: ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და საჭიროა შემოწმების განსახორციელებლად; ბ) საჭიროების შემთხვევაში შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა, მის მიერ შერჩეული მეთოდის ან ტექნიკის გამოყენებით ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება; გ) შევიდეს ინსპექტირების ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის  მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი ან ტექნიკა; დ) გაეცნოს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს; ე) მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშვებისათვის (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის) გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა (მათ შორის – კომპიუტერული სისტემა) და განახორციელოს მისი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტი (შემოწმება); ვ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების/ჩვენებების მიცემა ან გაესაუბროს მათ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ზ) მოიპოვოს მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები; თ) შეადგინოს შემოწმების ოქმი; ი) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში მოამზადოს ინსპექტირების დასრულების ან შეწყვეტის შესახებ ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტი და წაუდგინოს ინსპექტორს (ან მის მიერ უფლებამოსილი პირს) დასამტკიცებლად; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. ინსპექტირების სუბიექტი ვალდებულია: ა) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება ინსპექტირების სუბიექტს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება; ბ) განუხრელად დაიცვას „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესაძლებელია გამოითხოვოს/გაეცნოს მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე შესაბამისი დაშვების მქონე სამსახურის მოხელემ. მუხლი 14🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. მხარეს უფლება აქვს: ა) ინსპექტირების პროცესში წარადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები; ბ) გაასაჩივროს ინსპექტირების შესახებ ბრძანება ან გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წესით; გ) მოითხოვოს ინსპექტირების სუბიექტის აცილება; დ) არ დაემორჩილოს ინსპექტირების სუბიექტის აშკარა უკანონო მოთხოვნას; ე) გაასაჩივროს ინსპექტორთან ინსპექტირების სუბიექტის უკანონო ქმედება; ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 2. მხარე ვალდებულია: ა) დაემორჩილოს ინსპექტირების სუბიექტის კანონიერ მოთხოვნას და უზრუნველყოს ამ მოთხოვნის ინსპექტირების სუბიექტის მიერ მითითებულ ვადაში ჯეროვანი შეასრულება; ბ) უზრუნველყოს ინსპექტირების სუბიექტი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, ინსპექტირების სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი; გ) უზრუნველყოს ინსპექტირების სუბიექტი ინსპექტირების ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით. იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე; დ) არ ჩაერიოს ინსპექტირების სუბიექტის  საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს ინსპექტირების პროცესი; ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ვალდებულებები ასევე ვრცელდება მესამე პირებზე. მუხლი 15🔗. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით 1. მხარესა და მესამე პირს უფლება აქვს, ხოლო ინსპექტირების სუბიექტის  მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენელის მეშვეობით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ: ა) მარწმუნებელი ფიზიკური პირია, მის წარმომადგენელზე (ადვოკატისათვის ან სხვა პირისათვის) მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით; ბ) მარწმუნებელი ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირია, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ ინსპექტორს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს; გ) მარწმუნებელი კერძო დაწესებულებაა ან ინდივიდუალური მეწარმეა, მის წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან ამ რეესტრში ასახული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი რწმუნებით (მინდობილობით) ან სანოტარო აქტით; დ) მარწმუნებელი საჯარო დაწესებულებაა, მის წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. მხარისა და მესამე პირის მიერ წარმომადგენლის არდანიშვნა ან წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ, არ აჩერებს ინსპექტირების პროცესს. მუხლი 16🔗. თანამშრომლობის ვალდებულება 1. როგორც მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი მესამე პირი ვალდებულია ინსპექტირების მიმდინარეობისას ითა­ნამ­შრომლოს ინსპექტირების სუბიექტთან და უზ­რუნ­ველყოს მის მიერ უფლებამოსილების დაუბრკოლებელი განხორციელება. 2. მონაცემთა დამმუშავებელი, უფლებამოსილი პირი და მესამე პირი ვალდებულია დაემორჩილოს ინსპექტირების სუბიექტის კანონიერ მოთხოვნას. აკრძალულია ინსპექტირების სუბიექტისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელშეშლა, მასი დაბრკოლება ან/და ინსპექტირების პროცესის შეფერხება. თავი IV. მტკიცებულება მუხლი 17🔗. მტკიცებულება 1. ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  მიერ ამ წესის მე-9 და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების, ხოლო ინსპექტირების სუბიექტის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნებისათვის, მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)   და ინსპექტირების სუბიექტი დაადგენს სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. 2. ამ წესის მიზნებისათვის მტკიცებულებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს: ა) ახსნა-განმარტება; ბ) აღიარება; გ) მოწმის ჩვენება; დ) ზეპირი სხდომის ოქმი; ე) ექსპერტის დასკვნა; ვ) ფაქტების კონსტატაციის მასალები; ზ) ფოტოსურათი, აუდიოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერი; თ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ან სხვა გზით გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შედგენილი რაიმე გარემოების ან ქმედების აღმწერი აქტი/ოქმი (მათ შორის, აუდიო ან ვიდეოოქმი; სატელეფონო საუბრის ოქმი და სხვა); კ) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული, გამოცემული ან/და დამოწმებული დოკუმენტები; ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; მ) შემოწმების ოქმი; ნ) ნივთიერი მტკიცებულება; ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. 3. მტკიცებულება უნდა აკმაყოფი­ლებდეს შემდეგ მოთხოვნებს და უნდა იყოს: ა) საკმარისი – წარმოადგენს მტკიცებულების ოდენობის (მო­­ცუ­ლობის) სა­ზომს. მოპოვებული და შეფასებული უნდა იქნეს საკმარისი მტკი­ცე­­ბულება იმისათვის, რომ ინფორ­მირებული და მიუ­კერ­­ძოებელი პირი დაე­თან­ხმოს ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  გადაწყვეტილებას სამართალდარღვევის არსებობის ან არარსებობის თაობაზე. ბ) საიმედო – წარმოადგენს მტკიცებულების წყაროს და მტკი­ცე­ბუ­ლების მოძიების მეთოდის საიმედოობისა და შესაფე­რი­სო­ბის საზომს. მტკი­­ცებულების საიმედოობის ხარისხი იზ­რდება, როდესაც იგი თავდაპირველი ან რამ­დე­ნიმე წყაროდანაა მიღებუ­ლი; გ) შესაფერისი – წარმოადგენს მტკიცებულების შესაფერისო­ბის სა­­ზომს. მტკი­ცებულება ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს იმას­თან, რის დასამ­ტკი­ცებლადაც ხდება მისი მოძიება. მტკი­ცებულება შეიძ­ლება იყოს ფიზიკური, აღია­რებითი, დოკუმენტური და ანალიტი­კური. 4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტები, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი არ საჭიროებს მტკიცებას. 5. ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 6. ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  თავისუფლდება მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია: ა) ფაქტები, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  მიერ, სხვა წარმოების ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.              მუხლი 18🔗. ახსნა-განმარტება 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, ინსპექტირების სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს  მხარეს ახსნა-განმარტება.  ახსნა-განმარტების მიღება ხორციელდება წერილობით ან ზეპირად. ზეპირად მიცემული ახსნა-განმარტება შესაძლებელია დაფიქსირდეს აუდიო ან აუდიო-ვიდეოჩაწერის გზით ან მოხდეს საუბრის შესახებ ოქმის შედგენა. ახსნა-განმარტების მიცემის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტანება შემოწმების ოქმში. ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად მხარე დაიბაროს სამსახურში ან სხვა ადგილზე ან მხარეს ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისტანციურად ტელეფონის, ვიდეო/აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება განცხადების განხილვის ფარგლებში, ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია ინსპექტირების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს მხარის მიერ განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ასევე სხვა ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. 3. ინსპექტირების სუბიექტისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ინსპექტირების ობიექტის უარი ან ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სამსახურში დაბარებული ინსპექტირების ობიექტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც ინსპექტირების ობიექტს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. 4. ინსპექტირების სუბიექტისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე განმცხადებლის (ან მისი წარმომადგენელის) უარის ან ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სამსახურში დაბარებული განმცხადებლის (ან მისი წარმომადგენელის) დადგენილ დროს, სამსახურში, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინსპექტორს უფ­­ლება აქვს, შეწყვიტოს ინსპექტირება, ხოლო  განცხადება დატოვოს განუხილველად ან ფაქტი, რომლის გამოსავლენადაც ტარდება ინსპექტირება – მიიჩნიოს დაუდასტურებლად.  5. მხარეს უფლება აქვს, ინსპექტირების სუბიექტს, საკუთრი ინიციატივით წარუდგინონ ახსნა-განმარტება. საკუთარი ინიციატივით ახსნა-განმარტების წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.  მუხლი 19🔗. აღიარება 1. განცხადება, რომელიც საზიანოა იმ პირისათვის, რომელიც შესაბამის განცხადებას აკეთებს, ითვლება „ფაქტის აღიარებად საკუთარი ინტერესების საზიანოდ“ (შემდგომში – აღიარება). როდესაც აღიარება კეთდება ნებაყოფლობით და წინასწარი განზრახვით, ის წარმოადგენს არსებით მტკიცებულებას, რომ აღიარებული ფაქტი სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება. 2. პირის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის აღიარება სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საკმარის მტკიცებულებად სამართალდარღვევის არსებობის დასადასტურებლად. 3. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ფაქტის აღიარებისას, ბრალეული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ გადაცდომას, ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  მიერ, აღნიშნული შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად. 4. პირს შეუძლია ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ ან/და მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით.    მუხლი 20🔗. მოწმის ჩვენება 1. მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს ინსპექტირებით დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული საჭირო მონაცემი. მოწმედ შესაძლებელია გამოკითხულ იქნეს მესამე პირი ან მხარესთან კავშირში მყოფი  პირი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2. მოწმემ ჩვენება შესაძლებელია მისცეს საკუთარი ინიციატივით, ინსპექტირების სუბიექტის მოთხოვნით ან მხარის შუამდგომლობით. მხარე, რომელიც შუამდგომლობს ინსპექტირების სუბიექტის წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ გამოკითხვის შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მას. ინსპექტირების სუბიექტს შეუძლია უარი თქვას მოწმის გამოკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ მიიჩნევს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ  მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის. 3. მოწმის მიერ ჩვენების მიცემა არის ნებაყოფლობითი. მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია აისახება შემოწმების ოქმში. იმ შემთხვევაში, თუ მოწმე იძლევა ჩვენებას, იგი ვალდებულია მისცეს სწორი ჩვენება. განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მოწმის მიერ ჩვენება შესაძლებელია მიცემულ იქნეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ზეპირი ფორმით მიცემული ჩვენება აისახება ოქმში ან/და ფიქსირდება აუდიო ან/და ვიდეო-აუდიო-მოწყობილების მეშვეობით. 5. მოწმის ჩვენებაში მითითებული უნდა იქნეს მისი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი, მოწმის დამოკიდებულება საქმეში მონაწილე პირებთან, საქმესთან დაკავშირებით მისთვის  ცნობილი გარემოებები.            6. მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის იმ გარემოებათა შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც იძლევა ჩვენებას. ინსპექტირების სუბიექტს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას მოწმეს ჩვენების ნებისმიერ მომენტში. იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ჩვენებას იძლევა ზეპირი განხილვისას, ინსპექტირების სუბიექტის თანხმობით, კითხვის დასმის უფლება აქვს მხარესაც. ჩვენებაში მიცემული გარემოებების ან დეტალების დასაზუსტებლად, დასაშვებია მოწმის განმეორებით გამოკითხვა, აგრეთვე მოწმის დაპირისპირება მხარესთან ან სხვა მოწმესთან მათ ჩვენებაში წინააღმდეგობათა გასარკვევად. 7. არასრულწლოვანი მოწმის ჩვენების/ახსნა-განმარტების მიცემის პროცესს უნდა დაესწროს პედაგოგი, მშობელი, მშვილებელი, მეურვე ან მზრუნველი. 8. ინსპექტირების სუბიექტს უფლება აქვს, მოწმისაგან ჩვენება მიიღოს დისტანციურად ტელეფონის, ვიდეო/აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ინსპექტირების ობიექტის თანამშრომელია, ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია ჩვენების მისაცემად  სამსახურში დაბარების თაობაზე ინფორმაციის მოწმისათვის მიწოდება ან/და  ჩვენების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფა მოსთხოვოს ინსპექტირების ობიექტს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტი დაუყოვნებლივ მიაწოდოს ადრესატს და უზრუნველყოს  მისი ინსპექტირების სუბიექტთან დროული გამოცხადება. ინსპექტირების ობიექტმა ადრესატისათვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემის, ხოლო თუ შეუძლებელია – გადაუცემლობის  (მიზეზის მითითებით) ან  ახსნა-განმარტების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფის შეუძლებლობის შესახებ, დაუყოვნებლივ  უნდა აცნობოს ინსპექტირების სუბიექტს.   მუხლი 21🔗. ექსპერტიზის დანიშვნა და ექსპერტის დასკვნა 1. თუ სამართალდარღვევის გამოსავლენად აუცილებელია ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების სუბიექტს შეუძლია, ინსპექტორთან შეთანხმებით, ინსპექტირების ნებისმიერ სტადიაზე დანიშნოს ექსპერტიზა. 2. ექსპერტი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ინსპექტირებისათვის საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად არის მიწვეული. გარდა ამისა, შესაძლებელია ექსპერტმა დახმარება გაუწიოს ინსპექტირების სუბიექტს მტკიცებულებათა მოპოვებაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. 3. მხარეებს შეუძლიათ, ინსპექტირების სუბიექტისაგან დამოუკიდებლად, უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა ინსპექტირების სუბიექტს უნდა წარედგინოს ინსპექტირების დასრულებამდე. 4. მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ინსპექტირების ვადის გაგრძელების საფუძველი. ინსპექტირების სუბიექტს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. 5. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 6. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს. 7. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მხარეებს შეუძლიათ წერილობით გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. 8. ექსპერტის დანიშვნა და ექსპერტის დასკვნა ინსპექტირების სუბიექტისათვის სავალდებულო არ არის. 9. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტის დანიშვნა განხორციელდა ინსპექტირების სუბიექტის ინიციატივით, ექსპერტის გასამრჯელო ანაზღაურდება სამსახურის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. მუხლი 22🔗. სატელეფონო საუბრის ოქმი 1. ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია ინფორმაციის მოპოვება ან მიწოდება განახორციელოს მხარესთან ან მესამე პირთან სატელეფონო კომუნიკაციის  გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინსპექტირების სუბიექტი  ადგენს ოქმს სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: ა) ოქმის შედგენის თარიღი; ბ) იმ პირთა ვინაობა, რომელთა შორისაც შედგა კომუნიკაცია; გ) ტელეფონის ნომერი, რომელზეც განხორციელდა ინსპექტირების ობიექტთან ან სხვა ნებისმიერ მესამე პირთან კომუნიკაცია; დ) კომუნიკაციის თარიღი და დრო; ე) კომუნიკაციის მოკლე შინაარსი; ვ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა. 3. სატელეფონო საუბრის შესახებ ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის, თუ: ა) მხარეს ან მესამე პირის თანხმობით ხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციის აუდიოჩაწერა; ბ) კომუნიკაციის შედეგად ვერ იქნა მოპოვებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია; გ) კომუნიკაციის დროს გაცხადებული ინფორმაცია მხარის ან მესამე პირის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტურად; დ) კომუნიკაციის მიზანია მხარისთვის ან მესამე პირისათვის ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, აუდიოჩანაწერი უნდა შეიცავდეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. ინსპექტირების სუბიექტი ვალდებულია კომუნიკაციის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მხარე ან მესამე პირი სატელეფონო კომუნიკაციის მიზნების შესახებ. მუხლი 23🔗. ფოტოსურათი, ვიდეო და აუდიოჩანაწერი 1. ფოტოსურათი, ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ვიზუალური ან/და აუდიომტკიცებულება. 2. მხარე და მესამე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ამსახველი ფოტო/ვიდეოგადაღების ან/და აუდიოჩანაწერის კონფიდენციალურობის დაცვა, რაც, შესაბამისი დასაბუთებით, უნდა ეცნობოს ინსპექტირების სუბიექტს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების და აუდიოჩაწერის განხორციელებას. ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათებით, ვიდეოკადრებით ან/და აუდიოჩანაწერით მიღებული ინფორმაციის) კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მხარეს მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათს, აუდიო ან/და ვიდეოჩანაწერს მტკიცებულების ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ეჭვს არ იწვევს მისი ავთენტურობა ან თუ მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს მასზე ასახულ ინფორმაციას (დადასტურება სავალდებულო არ არის თუ ფოტოგადაღება, ვიდეო ან/და აუდიოჩაწერა განხორციელებულია ინსპექტირების სუბიექტის ან სხვა კომპეტენტური უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ). მუხლი 24🔗. დოკუმენტი და ნივთიერი მტკიცებულება 1. ნივთიერი მტკიცებულება არის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით, დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება სამართალდარღვევის აღმოჩენის, სამართალდამრღვევის დადგენის ან სამართალდარღვევის უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს. 2. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს. მუხლი 25🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. თუ ინსპექტირების სუბიექტი მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიიჩნევს, რომ ჩადენილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი უფლებამოსილია  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. 2. ინსპექტირების სუბიექტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას.  სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირის (ორგანოს) მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. 3. ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი დაერთვის საქმეს, ხოლო მეორე, მისი შედგენიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ოფიციალურად გაეცნობა სამართალდამრღვევს  ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი ინსპექტირების სუბიექტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი (ან მისი წარმომადგენელი), თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი (ან მისი წარმომადგენელი) უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე ან მის ჩაბარებაზე, მაშინ ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (მის წარმომადგენელს) უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებანი და შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 5. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებისას ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  არ იზიარებს ინსპექტირების სუბიექტის  მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მტკიცებულებათა ერთობლიობით არ მიიჩნევს, რომ პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, იგი არ აკისრებს პირს ადმინისტრაციულ სახდელს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაუზიარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ მიიჩნევა მტკიცებულებად და მის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია არ იქნეს ასახული საბოლოო გადაწყვეტილებაში.  6. გადაწყვეტილების მიღებისას ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია იმსჯელოს იმ სამართალდარღვევებზე, რომლის თაობაზეც ინსპექტირების სუბიექტის მიერ არ იქნა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმი დგება ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  ან მისი ზეპირი დავალებით ერთ-ერთი ინსპექტირების სუბიექტის მიერ და იგი სამართალდამრღვევ პირს ოფიციალურად, გასაცნობად გადაეცემა გადაწყვეტილებასთან ერთად ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით. თავი V. ინსპექტირების ჩატარების მეთოდები და  ტექნიკა მუხლი 26🔗. ინსპექტირების ჩატარების მეთოდები 1. ინსპექტირების მიზნების მისაღწევად ინსპექტირების სუბიექტი იყენებს სხვადასხვა მეთოდებს და ტექნიკას. ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყველა ის მეთოდი და ტექნიკა, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება ინსპექტირების სუბიექტს მტკიცებულების მოპოვებაში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის: კითხვარები; დაკვირვება; დოკუმენტების შესწავლა და სხვა). ინსპექტირების ჩასატარებლად გამოსაყენებელი მეთოდების და ტექნიკის არჩევანი დამოკიდებულია ინსპექტირების მიზანზე, მოცულობაზე და ინსპექტირების ობიექტის მიერ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკაზე. ოპტიმალური შედეგების მიღწევის მიზნით რეკომენდებულია რამდენიმე მეთოდისა და ტექნიკის კომბინირებულად გამოყენება. 2. ინსპექტირების უშუალო დაწყებამდე, მიზანშეწონილია დადგინდეს ზოგადი ინფორმაცია ინსპექტირების ობიექტის შესახებ (მათ შორის, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, ფუნქცია-მოვალეობები და ა.შ.). მუხლი 27🔗. კითხვარები 1. კითხვარები მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის შეგროვების სასარგებლო ინსტრუმენტია. შეკითხვების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინსპექტირების მიზანი და მონაცემთა დამუშავების პროცესის სპეციფიკა. სასურველია ყოველთვის სტანდარტული ტიპის კითხვარების გამოყენება.  კითხვები შედგენილი უნდა იყოს მარტივ და გასაგებ ენაზე. კითხვარის გამოყენება, ასევე, შესაძლებელია მტკიცებულებების გასამყარებლად და მხარის მიერ მოცემული ინფორმაციის სანდოობის დასადასტურებლად (მაგალითად: შესაბამისი რეგულაციები,  წერილები და ა.შ.). 2. ინსპექტირების სუბიექტი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავად წყვეტს ინსპექტირებისას გამოიყენოს თუ არა ან რომელ ეტაპზე გამოიყენოს კითხვარი სასურველი ინფორმაციის მისაღებად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარი არის სწრაფი და იოლი ანალიზის მეთოდი, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, კითხვარების გამოყენებისას შესაძლებელია ზუსტად ვერ დადგინდეს სწორად აღიქვა თუ არა კითხვარში დასმული შეკითხვები რესპონდენტმა ან რესპოდენტის მიერ გაცემული პასუხები იყოს არასრული. მუხლი 28🔗. შეკითხვები ეს მეთოდი გულისხმობს ინსპექტირების სუბიექტის მიერ შეკითხვების დასმას მხარეებისათვის და მესამე პირებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას. შეკითხვის დასმა დასაშვებია, როგორც წერილობით ასევე  ზეპირად (მათ შორის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით). კითხვები, შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია რესპოდენტის მიერ გაცემულ პასუხებზე. შეკითხვების დასმა ასევე ეფექტურია მხარესათვის ან მოწმისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას. სწორი შეკითხვის დასმით შესაძლებელია გამოიკვეთოს ახსნა-განმარტების მიმცემი პირის გულწრფელობა/არაგულწრფელობა, დაზუსტდეს გარემოებები და ფაქტები,  გამოვლინდეს ახალი გარემოებები, მათი დამატებით შესწავლის საჭიროება და ა.შ. მუხლი 29🔗. ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვა 1. ინსპექტირების სუბიექტის მიერ, ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია, მოთხოვილი ინფორმაცია და დოკუმენტი ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს მიაწოდონ დროულად და სრულად. ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებელს და უფლებამოსილ პირს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვოს ზეპირად ან წერილობით. 2. ინსპექტირების სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტი უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით (მატერიალურად), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემას ელექტრონული ფორმით ან თუ ინსპექტირების სუბიექტთან  წინასწარ შეთანხმებულია ინფორმაციის/დოკუმენტის სხვა ფორმით წარდგენა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. მუხლი 30🔗. დოკუმენტების შესწავლა 1. დოკუმენტების შესწავლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელსაც იყენებს ინსპექტირების სუბიექტი. ინსპექტირების სუბიექტის მიერ განსახილველი და შესამოწმებელი დოკუმენტების ტიპები დამოკიდებულია ინსპექტირების სახეზე და მიზნებზე. სასურველია, რომ შესასწავლად შერჩეული დოკუმენტაცია იყოს სრულყოფილი. თუმცა, ინსპექტირების სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს რომ  დოკუმენტაცია შეიძლება ყოველთვის არ მიუთითებდეს სისტემაში არსებულ სისუსტეზე და საჭირო გახდეს იმავე ტიპის დოკუმენტაციის მეტი ნიმუშის მოპოვება. შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ითხოვს შედეგების გამყარებას სხვა მეთოდებით მოპოვებული ინფორმაციით, რაც მტკიცებულებათა სანდოობის ამაღლების მიზანს ემსახურება.   2. დოკუმენტების შესწავლის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) დოკუმენტების შესწავლის მიზნის დასახვა; ბ) დოკუმენტების შეგროვება; გ) დოკუმენტების დახარისხება მათი სახეობების მიხედვით; დ) კვლევა, შესწავლა და ანალიზი,  შედეგების დამუშავება. მუხლი 31🔗. ზეპირი განხილვა 1. თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას ან/და თუ საჭიროა საქმეში მონაწილე პირების დაპირისპირება, ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია ჩაატაროს ზეპირი განხილვა. ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მხარეს ან მესამე პირს ეცნობება ამ წესის მე-4 მუხლის  შესაბამისად. საქმეში მონაწილე რომელიმე პირის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას. 2. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. სხდომა შეიძლება ჩატარდეს ღიად სხდომაში მონაწილე ყველა პირის თანხმობის შემთხვევაში. 3. ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი, მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ან მისი/მათი წარმომადგენელი, მესამე პირები. 4. სხდომაზე უნდა განხორციელდეს განსახილველი საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სხდომის მონაწილეებს უნდა მიეცეთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 5. სხდომის მიმდინარეობა აღიბეჭდება აუდიოჩანაწერზე. აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სხდომაზე დამსწრე პირები. 6. ზეპირი სხდომის აუდიოჩანაწერი უნდა შეიცავდეს: ა) განხილვის დროსა და ადგილს; ბ) სხდომაში მონაწილე პირების ვინაობას; გ) ზეპირი განხილვის საგანის მოკლე მიმოხილვას; დ) სხდომაში მონაწილე პირების მოსაზრებების მოკლე აღწერას. 7. მხარის ან მესამე პირის მიერ ზეპირი განხილვის აუდიო ან აუდიო-ვიდეოჩაწერა დასაშვებია მხოლოდ სხდომაზე დამსწრე ყველა პირის თანხმობით. მუხლი 32🔗. ადგილზე შემოწმება 1. ადგილზე შემოწმება წარმოადგენს ინსპექტირების ჩატარებისა და მტკიცებულების მოპოვების მნიშვნელოვან მეთოდს, რომელიც გამოიყენება, თუ: ა) ინსპექტირების ფარგლებით განსაზღვრული გარემოებების სრულყოფილად დადგენა სხვაგვარად ობიექტურად შეუძლებელი ან არაფექტურია; ბ) საჭიროა მონაცემთა დამუშავებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, კომპიუტერული სისტემების), უსაფრთხოების და კანონთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტის (შემოწმება) ჩატარება; გ) საჭიროა დამუშავების პროცესის ან დოკუმენტაციის ადგილზე შესწავლა; დ) არსებობს სხვა გარემოება, რაც მიზანშეწონილად ხდის მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებების ადგილზე შესწავლას. 2. ინსპექტირების ობიექტის ტერიტორიაზე დაშვების საფუძველს წარმოადგენს ინსპექტირების ჩატარების შესახებ ბრძანება და ინსპექტირების სუბიექტის ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნა. 3. ადგილზე შემოწმებისას მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, ვალდებულია დაემორჩილოს ინსპექტირების სუბიექტის მოთხოვნას, მათ შორის მიაწოდოს მას ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტი, მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, დააკვირდეს მონაცემთა დამუშავების პროცესს, განახორციელოს ტესტირება, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, გამოკითხოს ობიექტის თანამშრომლები ან/და  მტკიცებულების შეგროვების მიზნით, გამოიყენოს ინსპექტირების ჩატარების სხვა მეთოდი ან ტექნიკა. 4. აკრძალულია ინსპექტირების სუბიექტისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა, მისი დაბრკოლება და ინსპექტირების პროცესის შეფერხება. ადგილზე შემოწმების მიმდინარეობისას, ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ინსპექტირების ჩატარების შესახებ ბრძანებით დადგენილ ფარგლებში, რომელიმე ფიზიკურ ან ვირტუალურ გარემოში დაშვებაზე უარის თქმა, ოქმში აღიწერება და შეფასდება როგორც ინფორმაციის მიუწოდებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ინსპექტირების სუბიექტისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. 5. ადგილზე შემოწმებისას ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი; გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა; დ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც ესაჭიროება მას ინსპექტირების განხორციელებისათვის. 6. ადგილზე შემოწმებისას დგება ოქმი მატერიალური ან ელექტრონული (აუდიო/ვიდეოოქმი) სახით ან/და შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში. 7. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე შემოწმება დასაშვებია, მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. მუხლი 33🔗. დაკვირვება დაკვირვება გულისხმობს მონაცემთა დამუშავების პროცესზე ან პროცედურაზე ინსპექტირების სუბიექტის უშუალო დაკვირვებას. დაკვირვება მიზნად ისახავს მონაცემთა დამუშავების პროცესის ან პროცედურის შესწავლას, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ინსპექტირების სუბიექტს უკეთ დაინახოს მონაცემთა  დამუშავებასთან დაკავშირებული საფრთხეები, გამოკვეთოს სისტემური დარღვევები ან ნაკლოვანებები ან დაადასტუროს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებები. აღნიშნული მეთოდის არჩევისას, სასურველია, რომ დაკვირვების პროცესს ესწრებოდეს ორი ან მეტი ინსპექტირების სუბიექტი, რათა მოხდეს ობიექტურობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ინსპექტირების სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს დაკვირვების პროცესში, არ უნდა ჰქონდეს კავშირი ინსპექტირების ობიექტთან და რაიმე სახის პირადი ინტერესი პერსონალთან, რომლის საქმიანობასაც ის აკვირდება. მუხლი 34🔗. ფოტოგადაღება, აუდიო და ვიდეოჩაწერა 1. ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია განახორციელოს ფოტოგადაღება, ასევე აუდიო, ვიდეო ან ვიდეო-აუდიოჩაწერა მხარის და მესამე პირის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირების შემდეგ. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების ინფორმირების ვალდებულება არარსებობს, თუ არ ხდება აღნიშნული მხარის და მესამე პირის ფოტო ან ვიდეომასალაზე აღბეჭდვა, ან მათი ხმის აუდიოჩაწერა. 2. ინსპექტირების პროცესში ფოტოგადაღების, ასევე აუდიო, ვიდეო ან ვიდეო-აუდიოჩაწერის განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი გადაღება/ჩაწერა გამოიყენება მტკიცებულების შეცვლის ან განადგურების თავიდან აცილებისათვის, ინსპექტირებას დაქვემდებარებული პროცესის ან საქმიანობის ქმედითი ასახვისათვის, დოკუმენტის ან ინფორმაციის აღბეჭდვისთვის, მხარის ან მესამე პირის ჩვენების, ახსნა-განმარტების ან პოზიციის დასაფიქსირებლად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების ან ინსპექტირებაში მონაწილე პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ინსპექტირების პროცესის გასამარტივებლად და ეფექტიანობის ასამაღლებლად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებების არსებობისას, აუდიო ან/და ვიდეოჩაწერის განხორციელების შემთხვევაში, ჩანაწერი უთანაბრდება ინსპექტირების სუბიექტის  მიერ შედგენილ ოქმს, თუ აღნიშნული ჩანაწერი შეიცავს: ა) ჩაწერის თარიღს; ბ) პროცესში მონაწილე პირების ვინაობას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუდიო ან/და ვიდეოჩაწერის მიზანია ინსპექტირების სუბიექტის მიერ პროცესის/მოქმედების აღწერა); გ) აუდიო ან/და ვიდეოჩაწერის განმახორციელებელი ინსპექტირების სუბიექტის ვინაობას; დ) მხარის ან მესამე პირის ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, პოზიციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან რაიმე პროცესის/მოქმედების აღწერას; ე) მონაწილე პირების გაფრთხილებას ვიდეოჩაწერის ან აუდიოჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე, თუ არსებობს ასეთი გაფრთხილების ვალდებულება. 4. ინსპექტირების სუბიექტის  მიერ ინსპექტირების პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო შესაძლებელია დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა). მუხლი 35🔗. საჯარო წყაროებიდან ინფორმაციის/დოკუმენტების მოპოვება 1. ინსპექტირების მიზნებისათვის ინფორმაცია/დოკუმენტები შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (მათ შორის, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიდან, ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან, საჯარო განცხადებებიდან და სხვა). 2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მომზადდეს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, საქმიანობისა და სტრუქტურის მიმოხილვა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით. მუხლი 36🔗. სხვა მეთოდები სრული სურათის მისაღებად ინსპექტირების სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი მეთოდებიც: ა) რეკონსტრუქცია: მოვლენების და გათვლების რეკონსტრუქციით ინსპექტირების სუბიექტი სწავლობს პროცესის/ტრანზაქციის სისრულეს და სისწორეს და ასევე აფასებს ასეთი ქმედების შედეგად არსებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს; ბ) ჯვარედინი შესწავლა: როდესაც ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარება ხდება სხვა წყაროდან მიღებული იმავე პროცესის შესახებ ინფორმაციასთან; გ) დადასტურება ნეიტრალური მხარისაგან: გამოიყენება, როდესაც არსებობს ნეიტრალური მხარე, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს კონკრეტული ინფორმაცია; დ) სიმულირება: ტესტირების პროცესის ნაწილი, როდესაც ხდება კონტროლის მექანიზმების ტესტირება კონკრეტული პროცესის განხორციელების იმიტირების დროს, იმისათვის, რომ დადგინდეს კონტროლის მექანიზმების მუშაობის ხარისხი; ე) კომპილაცია: როდესაც ხდება ორი ან მეტი მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემების შეჯერება იმისათვის, რომ გამოვლინდეს მნიშვნელოვანი სხვაობები, რაც შეიძლება მეტყველებდეს პრობლემებზე; ვ) გაყოლა: როდესაც ინსპექტირების სუბიექტი მიყვება და აკვირდება კონკრეტულ პროცესს/ტრანზაქციას მისი დაწყებიდან დამთავრებამდე; ზ) დადასტურება – განმცხადებლის, ინსპექტირების ობიექ­ტის ან მესამე პირის მიერ შემოწმების პროცესში მიღებული ინფორმაციის/გარემოების დადას­ტურება ან უარყოფა; თ) გამოკვლევა – ჩანაწერების, დოკუ­მენტების ან მატერიალური რესურსების არსებობის დადასტურება. მა­ტე­რი­ალური აქტივების შემოწმება იძლევა საიმედო ინ­ფორ­­მაციას აღ­ნი­შნული აქტივე­ბის არსებობისა და მათი მდგო­მარეობის შე­სახებ; ი) შერჩევა – პროცესი, რომლის მეშვეობით ხდება შერჩევითად დამუშავების ნაწილის ან/და დამუშავების პროცესის/პროცედურის შესწავლა მთლიანი დამუშავების ან/და დამუშავების პროცესის/პროცედურის შეფასებისათვის/განსაზღვრისათვის; კ) ექსპერიმენტი – შემოწმებისას მიღებული ინფორმაციის ან/და წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მონაცემთა დამუშავების ან დამუშავების პროცესის/პროცედურის ხელოვნურად იმიტაცია/სატესტო შემოწმება; ლ)  ნებისმიერი სხვა მეთოდი და ტექნიკა, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება ინსპექტირების სუბიექტს ინსპექტირების მიზნის მიღწევაში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თავი VI. ინსპექტირების დასრულება/შეწყვეტა, შემოწმების ოქმი და გადაწყვეტილება მუხლი 37🔗. შემოწმების ოქმი 1. ინსპექტირების ჩატარების შედეგად ინსპექტირების სუბიექტები ადგენენ შემოწმების ოქმს, რომელიც ასახავს ინსპექტირების შედეგებს, ინსპექტირების განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, ინსპექტირების შედეგად დადგენილ სხვა გარემოებებს. შემოწმების ოქმი საფუძვლად ედება ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  გადაწყვეტილებას. ინსპექტირების ოქმის შედგენა არ არის სავალდებულო, თუ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული  რომელიმე გარემოების არსებობის გამო, ინსპექტორმა მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტირების შეწყვეტის თაობაზე. 2. ინსპექტირების სუბიექტს ენიჭება უფლებამოსილება, შემოწმების ოქმში ასახოს თავისი რეკომენდაციები გამოვლენილი საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე ინსპექტირების ობიექტის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად. 3. ინსპექტირების სუბიექტი უფლებამოსილია შემოწმების ოქმის პროექტი გასაცნობად და მასში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად, წარუდგინოს ინსპექტირების ობიექტს. ინსპექტირების ობიექტისათვის შემოწმების ოქმის პროექტის წარდგენა უნდა განხორციელდეს სამსახურის იურიდიულ მისამართზე. ინსპექტირების ობიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შემოწმების ოქმის პროექტის გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით. ინსპექტირების ოქმის ასლის მოთხოვნის უფლება მხარეს წარმოეშვება მხოლოდ ინსპექტირების დასრულების/შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. 4. შემოწმების ოქმის პროექტის გასაცნობად და ოქმში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად, ინსპექტირების ობიექტის დაბარება სამსახურის იურიდიულ მისამართზე, შესაძლებელია განხორციელდეს წერილობით ან/და ზეპირად (ობიექტის ან მისი წარმომადგენელის ტელეფონის ნომერზე დარეკვით, ელექტრონული ფოსტით ან მოკლეტექსტური შეტყობინებით ან სხვა). ინსპექტირების ობიექტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ან ოქმის პროექტის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებანი და შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე. ინსპექტირების ობიექტის არგუმენტები და მოსაზრებები აისახება შემოწმების ოქმში ან/და დაერთვება მას. 5. თუ ინსპექტირების სუბიექტი ინსპექტირების შედეგად დაადგენს, რომ ადგილი აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (სამართალდარღვევებს), შემოწმების ოქმის გარდა, ადგენს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 6. დასრულებული შემოწმების ოქმს ხელს აწერს ინსპექტირების მინიმუმ ორი სუბიექტი, ხოლო ინსპექტირების ობიექტისათვის ოქმის გაცნობის შემთხვევაში, ასევე ინსპექტირების ობიექტი. ინსპექტირების ობიექტის მიერ ოქმის გაცნობის შედეგად, მის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები და წარუდგინოს ინსპექტირების სუბიექტს. 7. თუ ინსპექტირების ჯგუფში რომელიმე ინსპექტირების სუბიექტი არ ეთანხმება შემოწმების ოქმს ან/და სამართალდარღვევის ფაქტს, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექტორს და არგუმენტირებულად მიუთითოს არდათანხმების მიზეზი. 8. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ინსპექტირების სუბიექტის მიერ მტკიცებულების მოპოვება შემოწმების ოქმის ხელმოწერისა და ინსპექტირების დასრულების შემდგომაც, მაგრამ არაუგვიანეს  ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  მიერ ინსპექტირების დასრულების  გადაწყვეტილების მიღებისა.   მუხლი 38🔗. ინსპექტირების დასრულება 1. ინსპექტირება სრულდება როგორც კი ინსპექტირების სუბიექტი მიიჩნევს, რომ მოპოვებულია საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია ინსპექტირების მიზანი. ინსპექტირების დასრულების დროდ მიიჩნევა შემოწმების ოქმის შედგენის დღე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ობიექტია სამართალდამცავი ორგანო ან ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია აღნიშნული ფუნქცია, შემოწმების დასრულების შედეგად, შემოწმების ოქმისა და შემოწმების შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინსპექტირების დასრულების შესახებ, ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და ინსპექტორისათვის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის)   დასამტკიცებლად წარდგენას. აღნიშნული წესი არ ვრცელდება განცხადების განხილვის ფარგლებში დაწყებულ ინსპექტირებებზე. 3. იმ შემთხევაში, თუ ინსპექტირების ობიექტია ფიზიკური პირი, საჯარო  ან კერძო დაწესებულება (გარდა ამ წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა), შემოწმების დასრულების შედეგად, სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოწმების ოქმის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად. მუხლი 39🔗. ინსპექტირების დასრულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 1. ინსპექტირების ჩატარების შედეგად, ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  წერილობით იღებს გადაწყვეტილებას ინსპექტირების დასრულებისა (გარდა განცხადების განხილვის ფარგლებში ინსპექტირების ჩატარების შემთხვევებისა) და: ა) ინსპექტირების ობიექტისათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე ქმედების განხორციელების დავალების ან/და რეკომენდაციის მიცემის თაობაზე; ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის თაობაზე; დ) შემდგომი რეაგირებისათვის ინსპექტირების შედეგების შესაბამისი საზედამხედველო/მაკონტროლებელი ორგანოსათვის შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნის თაობაზე; ე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე. 2. ინსპექტორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის)  გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში, გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინსპექტორი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი)  უფლებამოსილია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, გამოწეროს და აღსასრულებლად წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. განცხადების განხილვის ფარგლებში, ინსპექტირების ჩატარების შემთხვევაში, შემოწმების ოქმი, მტკიცებულების სახით დაერთვის განცხადების განხილვის საქმის  მასალებს.