შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გუმბათ ახმედოვი,მართაფა ახმედოვა N448)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 448
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: 1. გუმბათ ახმედოვი 2. მართაფა ახმედოვა, პირადი № 1. 36001010923 2. 36001042115
მოვალე (მსესხებელი): ფადაილ ახმედოვი, პირადი № 36001010879
იპოთეკის ხელშეკრულება: 123123781331, თარიღი 15/09/2015
ვალდებულების წარმოშობა: №0145.3402895.001 გენერალური ხელშეკრულება 10.09.2015 წელი;
N3402895-8079602 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 15.09.2015 წელი;
N3402895-8339668 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 28.04.2016 წელი;
იპოთეკის რეკვიზიტები: საგარეჯოს რ-ნი სოფ. თულარი, საკადასტრო კოდი: 55.03.51.136
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ). №3402895-8079602 – 13 673,82 ლარი (მათ შორის 10 500 ლარი – ძირითადი თანხა, 1 065,82 ლარი – დარიცხული პროცენტი, 2 108 ლარი – დარიცხული პირგასამტეხლო).
2). №3402895-8339668 – 939,82 ლარი (მათ შორის 436,30 ლარი – ძირითადი თანხა, 112,36 ლარი – დარიცხული პროცენტი, 391,16 ლარი – დარიცხული პირგასამტეხლო).
სხვა ხარჯები: 587 ლარი.
აუქციონის ჩატარების დრო: 12/07/2019 წლის 16:00 საათიდან 16/07/2019 წლის 11:15 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 3500.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 729 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: №01/1 საცხოვრებელი გაშენების 183 კვ.მ, მის: საგარეჯოს რ-ნი სოფ. თულარი, ს/კ № 55.03.51.136
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილაისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე