აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/317
2019 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 17 აპრილის № 01/1830 (სამინისტროში რეგისტრაციის № 5707/20) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები (I ლოტი – ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი). პირველი ლოტი მოიცავს საგზაო მონაკვეთს ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე. პროექტი ფინანსდება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს გაფორმებული „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი“ (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ სასესხო ხელშეკრულებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 9 მარტის № 357-IIს დადგენილებით).
ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ-გეოლოგიურ პირობებში. საავტომობილო გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. საავტომობილო გზის მონაკვეთზე არსებული საფარი ძირითადად ხრეშიანია, ცალკეულ მონაკვეთებში კი გზის საფარი ასფალტბეტონისაა, რომელიც გაცვეთილი და მკვეთრად დაზიანებულია. საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჩახრამულია. ასევე, დარღვეულია განივი პროფილის ქანობები, საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები. ამასთან, წყალგამტარი მილები საჭიროებს გაწმენდას და აღდგენას, მათი უმრავლესობა კი უნდა შეიცვალოს ახლით. აგრეთვე, აღსადგენია არსებული ხიდები. მრუდების გასწორების მიზნით საჭიროა გზის ვაკისის ლოკალური წანაცვლება ზოგ ადგილას და ახალი ხიდების მშენებლობა. საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, დაბა ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე სოფელზე და მთავრდება საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. საპროექტო საგზაო მონაკვეთის მაღალმთიან ნაწილში ხშირია სერპანტინები და აგრეთვე, არსებობს რამდენიმე მკვეთრად დაქანებული უბანი. მოცემულ საპროექტო საგზაო მონაკვეთს, რომლის სრული სიგრძე მიახლოებით 30 კმ-ს შეადგენს, გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობას.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შემუშავებულია ,,მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ნუგზარ შანთაძის (პ/ნ 61009008059), ჟუჟუნა შანთაძისა (პ/ნ 61009021532) და რევაზ შანთაძის (პ/ნ 61009021533) თანასაკუთრებაში არსებულ, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 1000 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნაწილის 255 კვ.მ-ის (ს/კ № 23.01.37.246) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდის გზის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.
ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში, (კატეგორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება, საერთო ფართი 1000 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 255 კვ.მ, ს/კ №23.01.37.246) თანამესაკუთრეები არიან: ნუგზარ შანთაძე (პ/ნ 61009008059), ჟუჟუნა შანთაძე (პ/ნ 61009021532) და რევაზ შანთაძე (პ/ნ 61009021533).
დადგენილია, რომ დეპარტამენტმა (29.11.2018 წ) საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს: ნუგზარ შანთაძეს, ჟუჟუნა შანთაძეს და რევაზ შანთაძეს წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე. ამასთან, ამავე წერილით თანამესაკუთრეებს მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში - დეპარტამენი, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 20 მაისი ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის არეალში მოქცეულ, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში მდებარე, № 23.01.37.246 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნუგზარ შანთაძის (პ/ნ 61009008059), ჟუჟუნა შანთაძისა (პ/ნ 61009021532) და რევაზ შანთაძის (პ/ნ 61009021533) თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 1000 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან – 255 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავ ქონებაზე განთავსებული ღობე, ჭიშკარი და მრავალწლიანი ნარგავები) ექსპროპრიაციის უფლება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა