სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-241/ო
2019 წლის 2 ივლისი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის:
1.) 2015 წლის 27 ნოემბრის №02-1617/ო ბრძანება შპს ,,ემერჯენსი სერვისისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №25) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება”).
2) 2015 წლის 17 ივნისის №02-828/ო ბრძანება შპს ,,ემერჯენსი სერვისისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ფოთი, ერეკლე მეორეს ქ. №40) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება”).
3) 2015 29 აპრილის №02-570/ო ბრძანება შპს ,, ემერჯენსი სერვისისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ამბროლაური, რუსთაველის ქ. №3) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება”).
4) 2015 წლის 6 აპრილის №02-451/ო ბრძანება შპს ,,ემერჯენსი სერვისისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ჭიათურა, წმინდა გერასიმეს ქ. №1) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ ("სასწრაფო სამედიცინო დახმარება").
5) 2015 წლის 9 ივლისის №02-948/ო ბრძანება შპს ,,ემერჯენსი სერვისისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. კასპი, დავით აღმაშენებლის ქ. №52) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება”).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება №92171,28.06. 2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი