უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-243/ო
2019 წლის 2 ივლისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. შპს „კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ ფილიალების ნაცვლად დაფიქსირდეს სს „კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ (ს/კ №401984965) ფილიალები, მითითებულ ფაქტობრივ მისამართებზე:
1) ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა №206
2) ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №83ა
3) ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი №64
4) ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა №18-ის მიმდებარედ
5) აბაშა, თავისუფლების ქუჩა №143
6) თელავი, ალაზნის გამზირი
7) ფოთი, გურიის ქუჩა №171
8) თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა №69
9) ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა
10 ) ქედა, რუსთაველის 14.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს „კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადებები: №90766, 26.06.2019წ.; №92166 28.06.2019წ, სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-230/ო 17.06. 2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი