ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2993-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/2993-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 4 ივლისი

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე – ციცინო მოსიძე

განმცხადებელი – ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძე

წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე

მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

კრედიტორები:  1. სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი

                             2. სს „თიბისი ბანკი“

 წარმომადგენელი – კობა ქორიძე

                            3. შპს „ჯიესი“

წარმომადგენელი  – კახაბერ გელხვიიძე

                            4. შპს „აია სითი“

წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე

                            5. სოფიო ცირეკიძე

წარმომადგენელი – ნინო ჩუბინიძე

მოთხოვნა – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. თამარ ცაგურიშვილი

                                                        2. ნოდარ პაპუკაშვილი

                                                        3. პაატა კუნჭულია

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 1 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა თამარ ცაგურიშვილმა, ნოდარ პაპუკაშვილმა და პაატა კუნჭულიამ და წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 15 ივლისს 14:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა.

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ.გვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 მოსამართლე: ციცინო მოსიძე