„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№427
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016925
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №427

2019 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016891) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.

3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს საკადრო რესურსის მართვა, მათ შორის:

ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების დამზადება;

ა.ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავება და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადება;

ა.გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, შესაბამისი კადრების მოძიება, მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნა შესაბამისი სტაჟირებების გზით და მათი მიზნობრივი გამოყენება;

ა.დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ა.ე) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.ვ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ა.ზ) სააგენტოს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის  ორგანიზება;

ა.თ) სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ა.ი) პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა;

ბ) სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

გ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, მიღება და დამუშავება;

ე) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ზ) სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

თ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება);

ი) სააგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

კ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა);

ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება;

ნ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ო) სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა, კომისიის გადაწყვეტილებების შედგენა;

პ) სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება;

ჟ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

რ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ს) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის და სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ადგილებისა და დამსაქმებლის მოძიებაში;

ტ) სააგენტოს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება/სრულყოფა;

უ) სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მართვის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის;

ფ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

2. დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებს.

3. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით: „სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი“.

მუხლი 9. ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;

დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება;“;

ბ) „ი“ – „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია, რაც გულისხმობს: პროფესიული ზედამხედველობის სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას, ზედამხედველობის ინსტრუმენტების შემუშავებასა და დახვეწას, რისკის და საჭიროებების შეფასების/ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების ხარისხის მონიტორინგს, შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობას და მისი უწყვეტობა-თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის  მონიტორინგს,  სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციას და დაძლევის მხარდაჭერას, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელებას და სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას;

კ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის მონაცემთა შეგროვებასა და მოწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშის დამუშავება და ანალიზი, სააგენტოს მასშტაბით სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დატვირთვის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ლ)  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრისას რეკომენდაციების გაწევა;

მ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის განახლება და შემუშავება;“.

 

5. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. სააგენტოს მოსამსახურეები

1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს (თუ სტრუქტურული ერთეული სამმართველოებისგან შედგება – სამმართველოს უფროსებს) შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს.

3. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს დავალებებსა და მითითებებს და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.

4. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ხოლო სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში, – მათ შორის, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებით.

6. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადიან სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებენ შესაბამის გამოცდას.

7. სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი