„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№325
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.021343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №325

2019 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019880) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში  –  საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო  და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

სსიპ – კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის წარმომადგენელი

 

    საბჭოს წევრი.“.

 

 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე