ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებული ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 29 |
|
2019 წლის 10 ივლისი ქ. ვანი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებულ ვანის ცენტრალურ ბიბლიოთეკას (საკადასტრო კოდი 31.01.26.219) მიენიჭოს პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელი და ეწოდოს „პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელობის ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკა“.
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი
.