შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1075-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

080210019002984142

საქმე №2/1075-19

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის  3 ივლისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: მანანა ნიკაჭაძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: თამარ შალამბერიძე

1. მეურვე – სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

2. მოვალე – შპს „თბილიქიდსი“

3. კრედიტორები (განმცხადებელი) – 1. სსიპ  – შემოსავლების სამსახური ( წარმომადგენელი – მადონა გეწაძე), 2. შპს „ბარამბო და კომპანია“ (არ გამოცხადდა), 3. შპს „ევრო პაკი“ ( წარმომადგენელი – მიხეილ ჯიქია), 4. შპს „ჯეო-კოოპ“ (არ გამოცხადდა), 5. შპს „მია“ – დირექტორი ვაჟა ცერცვაძე ( წარმომადგენელი – ქეთი ბარბაქაძე, კახაბერ ლაცაბიძე), 6. შპს „ოთარ ბრეგვაძე და კომპანია“ ( წარმომადგენელი – აკაკი ბრეგვაძე), 7. შპს „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“  ( წარმომადგენელი – სოფიო ნემსაძე), 8. შპს „მაგთიკომი“ (არ გამოცხადდა), 9. თამუნა იზორია.

2018 წლის 26 დეკემბერს შპს „თბილიქიდსმა“ (დირექტორი – თამუნა იზორია) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს „თბილიქიდსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „თბილიქიდსის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 2 მაისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო. ამავე კან ონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ  კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.  შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 2 აგვისტოს 13:00 საათზე ,შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა და გაკოტრების მმართველის არჩევა, მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მდებ.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში და გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

 

კრების თავმჯდომარე                                             მანანა ნიკაჭაძე 

კრების მდივანი                                                       თამარ შალამბერიძე