„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
040030000.54.066.016158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №138

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შევიდეს ცვლილება და „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორის (DG) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (საავიაციო განხრით);

ბ) სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან, მათ შორის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართი 18), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 9284 An/905, Doc. 9481 A n/928), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე