ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2019
matsne.gov.ge 165 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 19.10.2018 ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გოგი დოლიძის ქუჩის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 19.10.2018 ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 23.04.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების - ქ. რუსთავი, ახალი სამგორის მიმდებარე ტერიტორია-განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 23.07.2024 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №308  2019 წლის 10 ივლისი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  საქართველოს  ორგანული  კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2015   წლის   1  ივნისის   №239   დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1.   ქალაქ რუსთავში არსებულ კომუნალების ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ქართველი ქალი ალპინისტის -   მარიამ ტყავაძის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 2.   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება      ინფორმაციისთვის      გადაეგზავნოს      ქალაქ      რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4.   განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 5.   განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს   რუსთავის   საქალაქო   სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი .