ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №309
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2019
matsne.gov.ge 214 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 10.07.2019 ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 19.10.2018 რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 05.02.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 16.01.2026 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 04.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №309 2019 წლის 10 ივლისი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  საქართველოს  ორგანული  კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2015   წლის   1   ივნისის   №239   დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1.   ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის  ქუჩის  №22  და  №24 კორპუსებს  შორის  დამაკავშირებელ  უსახელო  ქუჩას მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამოქალაქო თავდადებისათვის დაჯილდოებული პირის – ოთარ გურგენიშვილის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 2.   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება      ინფორმაციისთვის      გადაეგზავნოს      ქალაქ      რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4.   განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 5.   განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს   რუსთავის   საქალაქო   სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი .