„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №18

2019 წლის 16 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვი­სე­ბის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სა­რეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016371) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზა­ციე­ბის კოორდინაციის განყოფილება.“.

2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“, „ქ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზა­ციე­ბის კოორდინაციის განყოფილების უფლებამოსილებები

1. სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზა­ციე­ბის კოორდინაციის განყოფილება:

ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვას;

ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში, სარ­გებ­ლობაში ან სხვა ფორმით გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პი­რო­ბების (მათ შორის თანხების გადახდების) შესრულებაზე მონიტორინგს, მას­თან დაკავშირებული წერილების პროექტების და სხვა მასალების მომზადებას;

გ) სახელშეკრულებო (სააუქციონო/საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს დამრღვევ პირებზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ახორციელებს მონიტორინგის შედეგების გაანალიზებას, არსებული ხარვეზების გამოვ­ლე­ნას, წინადადებების შემუშავებას ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პი­რო­ბების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;

ე) თუ ხელშეკრულების მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს ხელშეკრულების მთლიანი ან რომელიმე პირობის განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, მხარის მომართვის შემთხვევაში სა­პა­ტიო მიზეზების გათვალისწინებით, საპასუხო წერილის პროექტის სახით ამზადებს წინა­და­დე­ბებს შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების შესახებ;

ვ) ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ან არაჯეროვ­ნად შესრულებისას, გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ წარმოად­გენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების ან/და შეწყვეტის შესახებ; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებს კანონმდებლობით გათ­ვა­ლისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, საჭიროებისას, ამზადებს მასალებს საკითხის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის გადასაცემად;

ზ) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მერიის მიერ შესრულების დადასტურებას, იხილავს შესრულების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას და ამზადებს დადასტურების წერი­ლის პროექტს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღონისძიებების გატარებას (ადგილზე დათვალიერება, აზომვა) მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს. წარმოადგენს წინადადებებს (დასკვნებს, მასალებს) კანონით დადაგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელების შესახებ;

ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალ­დე­ბულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებების განხორციე­ლე­ბას;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალურ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საქმიანობის კოორდინაციას;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრე/მფლობელ ორგანიზაციებთან;

მ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ნ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განსახორციელე­ბე­ლი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

ო) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განხორციელე­ბულ პროექტებში მონაწილეობას;

პ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას;

ჟ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ მუნიციპალური სერვისების მოსახლეობისათვის მიწოდების ავტომატიზაციის და ელექტრონული ფორმით მი­წო­­დების საშუალებების დანერგვის კოორდინაციას და განხორციელებას;

რ) აანალიზებს და შეიმუშავებს წინადადებებს და პროგრამებს საკურატორო მუნიციპალუ­რი ორგანიზაციების საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყო­ფის მიზნით;

ს) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობას იღებს საკურატო­რო მუნიციპალური ორგანიზაციების პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების საკით­ხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვაში, საპასუხო წერილების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ტ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზა­ციებიდან შესაბამისი მასალების მიწოდებას;

უ) უზრუნველყოფს საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით დაფიქსირებული სამეურ­ნეო, კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრობო პრობლემების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირებას, მოწოდებული მასალების სისტემატიზაცია-დამუშავებას, პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი სამსახურების ჩართულობასა და მონიტორინგის განხორცი­ე­ლე­ბას;

ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპე­ციალისტი.

 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსი­ს წინაშე.

 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე