„უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 |
|
2019 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში, უცხოელს უფლება აქვს, მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გაძევების გადავადების თხოვნით.“.
2. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება (გარდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.“.
3. მე-14 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ესკორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის განსაკუთრებული საჭიროებები.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ესკორტის ჯგუფის წევრი გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობასა და აღნიშნული დოკუმენტების მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია უცხოელის დანიშნულების სახელმწიფომდე გადაყვანა/ესკორტირება. ესკორტის ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გადაცემისათვის შეთანხმებული ადგილის დატოვება მისი გადაცემის პროცედურის დასრულებამდე.“.
4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირადი ნივთები, მათ შორის, ფული და ძვირფასეულობა, გადაეცემა გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრის დატოვებისას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №333. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.10.003.021351.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №333, 16.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.021351 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617103/