ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.07.2019
ძალაში შესვლა 07.06.2019
ძალის დაკარგვა 01.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №338
2019 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში (შემდგომში – საბჭოს აპარატი) მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც უვადოდ ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საბჭოს აპარატში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
გ) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერები;
დ) ხელმძღვანელი – საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილები, საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე.
მუხლი 3🔗. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.
2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე, 75-ე, 85-ე, 102-ე, 103-ე, 104-ე, 116-ე და 118-ე მუხლები.
მუხლი 4🔗. სამსახურის პრინციპები
საბჭოს აპარატში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისთვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
მუხლი 5🔗. მოსამსახურის
უფლებები
1. მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლებითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები;
ბ) დადგენილი წესით, მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომლებიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) დადგენილი წესით, დაწინაურდეს შესაბამის თანამდებობაზე;
დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, საბჭოს აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
მუხლი 6🔗. მოსამსახურის
მოვალეობები
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დაიცვას ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;
დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რაც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.
3. მოსამსახურე ვალდებულია, სპეციალური მოთხოვნის გარეშე შეასრულოს იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ტანსაცმელში ღიად, თვალსაჩინოდ ტარება დაუშვებელია.
5. საბჭოს აპარატის მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს აპარატის მოსამსახურემ ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.
6. დაუშვებელია, წინასწარი შეცნობით, საბჭოს აპარატის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.
7. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
8. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საბჭოს აპარატში შესაძლებელია ატესტაციის ჩატარება, საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თავი II
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაყვანა
მუხლი 7🔗. სამსახურში მიღების წესი
1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე.
3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
6. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად პირი აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული დროით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბჭოს აპარატის უფროსს უფლება აქვს, საბჭოს აპარატში პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
8. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება.
9. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
მუხლი 8🔗. შეზღუდვები
საბჭოს
აპარატში
მიღების
დროს
საბჭოს აპარატში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;
ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი;
ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;
თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მუხლი 9🔗. შეუთავსებლობა
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა
თანამდებობრივი გადაყვანა
1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;
გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება საბჭოს აპარატის უფროსის მიერ საბჭოს მდივანთან შეთანხმებით. შესაბამისი ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია, თანამდებობიდან გადააყენოს მოსამსახურე.
მუხლი 11🔗. მოსამსახურის
თანამდებობიდან
დროებით
გადაყენება
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება.
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 12🔗. სამსახურებრივი
დისციპლინა
საბჭოს
აპარატში
საბჭოს აპარატში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, მუშაობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 13🔗. ხელმძღვანელის
მოვალეობები
სამსახურებრივი
დისციპლინის
დასაცავად
1. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.
2. ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებისას;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 14🔗. წახალისება
სამსახურებრივ
საქმიანობაში
მიღწეული
წარმატებებისთვის
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისთვის მოსამსახურისთვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. უფლებამოსილი პირის ბრძანებით, აპარატის თანამშრომელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებისთვის, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 15🔗. დისციპლინური
პასუხისმგებლობის
ზომის
გამოყენება
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება არაუმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 16🔗. წახალისებისა
და
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
ზომის
გამოყენების
წესი
1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და წახალისება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, არაუგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.
8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მოსამსახურე მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა.
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 17🔗. სამუშაო
დროის
ხანგრძლივობა
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა.
2. მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, შეიძლება დასაქმებულ იქნენ უქმე და დასვენების დღეებში. ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. შვებულება
მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
მუხლი 19🔗. მორიგი
ყოველწლიური
შვებულება
1. ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ყოველწლიური შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულების გრაფიკის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ბრძანებით.
2. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდე.
3. მოსამსახურეს, რომელიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი საფუძვლით დასათხოვი პირისა), შეუძლია, ისარგებლოს მორიგი ყოველწლიური შვებულებით.
მუხლი 20🔗. მოკლევადიანი შვებულება
1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით, შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულება მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ შედის.
მუხლი 21🔗. სასწავლო
შვებულება
საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 5 წელიწადში ერთხელ, 3 თვის ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
მუხლი 22🔗. ორსულობისა
და
მშობიარობის
გამო
შვებულება, დახმარება
და
კომპენსაცია
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. სამსახურებრივი
მივლინება
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების შემთხვევისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
3. მოსამსახურის მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომ უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
მუხლი 24🔗. შეღავათები, გარანტიები
და
კომპენსაციები
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ წესით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
2. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე აპარატის მოსამსახურეებს, უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი სარგოს ოდენობით.
3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს აპარატი.
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურეები ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
თავი V
სამსახურის შეჩერება და შეწყვეტა
მუხლი 25🔗. სამსახურის
შეჩერების
საფუძვლები
საბჭოს აპარატში სამსახურის შეჩერების ძირითადი საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი განცხადება სამსახურის შეჩერების შესახებ, რომელსაც უფლებამოსილი პირი აკმაყოფილებს გონივრული ვადით;
ბ) შვებულება;
გ) დროებითი შრომისუუნარობა;
დ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, მოსამსახურისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრება;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ზ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა საფუძვლები.
მუხლი 26🔗. სამსახურის
შეწყვეტის
საფუძვლები
საბჭოს აპარატში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება, კანონით დადგენილი წესით;
გ) მოსამსახურის გარდაცვალება.
მუხლი 27🔗. საბჭოს
აპარატიდან
გათავისუფლება
1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ზ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ი) პირადი განცხადებით;
კ) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 კვირით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 28🔗. საპენსიო
უზრუნველყოფა
მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
სპეციალური წოდების მინიჭება
მუხლი 29🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
მუხლი 30🔗. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდებები
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ეროვნული უსაფრთხოების“.
მუხლი 31🔗. სპეციალური წოდების მინიჭების საერთო მოთხოვნები
1. სპეციალური წოდება მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.
2. პირებს, რომლებსაც სამსახურის დაწყებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, სამსახურში მიენიჭებათ შესაბამისი რანგის სპეციალური წოდება.
3. სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურში ჩარიცხვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები. სამხედრო წოდება უთანაბრდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ზემდეგი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი – გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-ლეიტენანტი.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი დროის განმავლობაში არ მსახურობდა სამხედრო ძალებში ან სახელმწიფო უწყებაში, სადაც დადგენილია შესაბამისი სპეციალური წოდებები), სამსახურს აგრძელებს გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
5. მოსამსახურეს, რომლესაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს აპარატში სამსახურის დაწყების შემდეგ, საბჭოს მდივნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება, რომლის ზედა ზღვარიც განისაზღვრება წოდებით – ლეიტენანტი.
6. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს მდივანი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
7. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად მოსამსახურეს სამსახურის უფროსის წინაშე შესაბამისი პატაკით წარადგენს სამსახურის იმ სტრუქტურული დანაყოფის უფროსი (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი), რომელშიც მოსამსახურე გადის სამსახურს.
მუხლი 32🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.
მუხლი 33🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
აპარატის მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი – 5 წელი.
მუხლი 34🔗. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საბჭოს აპარატში განისაზღვრება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი – საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი;
გ) რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი, უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი, მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი – მრჩეველი, უფროსი მრჩეველი.
მუხლი 35🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
2. მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. მოსამსახურეებს უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც.
5. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება.
მუხლი 36🔗.
სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. აპარატის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს, სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
4. დისციპლინური გადაცდომისთვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია აღნიშნული წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე პირს.
5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.