ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.07.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 330090000.22.037.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| გამოყენება | ავტოსადგომის სივრცეების აუცილებელი რაოდენობა |
| თავშეყრა | 1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე |
| საცხოვრებელი ერთეული | 1 ყოველ საცხოვრებელ ერთეულზეა |
| სასტუმრო | 1 ოთხ საძინებელ/საწოლ ერთეულზეა |
| სამედიცინო დაწესებულება | 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე |
| ოფისი | 1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე |
| რესტორანი | 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე |
| საცალო ვაჭრობის ცენტრი | 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე |
| საცხოვრებელ ზონა 1 (სზ-1) | 0.3-დან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 11139.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 3000.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9230.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ.მ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13396.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №14/ნ
2019 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-13 ნაწილის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 74.06.12.403, 74.06.12.004, 74.06.12.526, 74.06.12.548, 74.06.12.433, 74.06.12.650) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2🔗
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება
საპროექტო ობიექტი –
მრავალფუნქციური კომპლექსი
ობიექტის მისამართი –
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია
დამკვეთის განაცხადი: 26 ივნისი 2019, ნომერი: 5830/01;
გეგმარებითი არეალის საერთო ფართობი შეადგენს 9158.00 კვ.მ-ს.
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
ტერიტორიის დახასიათება
და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, საერთო ფართობია 9158.00 კვ.მ. საპროექტო არელი მოიცავს შპს „გუდაურის“ საკუთრებაში არსებულ 6 მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით: №74.06.12.403, №74.06.12.004, №74.06.12.526, №74.06.12.548, №74.06.12.433, №74.06.12.650.
ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად.
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) პროექტით შესაძლებელია განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე მიწის ნაკვეთებად გამიჯვნა ან გაერთიანება საერთო ფართობის უცვლელად.
განაშენიანების რეგულირების სტადიაზე საჭიროების შემთხვევაში საერთო ფართის უცვლელად შესაძლებელია განხორცილდეს საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაციის ცვლილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან ს/კ 74.06.12.651 მონაცველობით, აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ გზის მოსაწყობად.
შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან
ტერიტორიის რელიეფიდან, ხე/ნარგავების (არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტები.
კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში. გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა.
საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით.
გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა.
გამოყენება
ავტოსადგომის სივრცეების
აუცილებელი რაოდენობა
თავშეყრა
1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე
საცხოვრებელი ერთეული
1 ყოველ საცხოვრებელ ერთეულზეა
სასტუმრო
1 ოთხ საძინებელ/საწოლ ერთეულზეა
სამედიცინო დაწესებულება
1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე
ოფისი
1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე
რესტორანი
1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე
საცალო ვაჭრობის ცენტრი
1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე
ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით:
ავტოსადგომები მაქსიმალურად განთავსდეს გადახურვის ქვეშ ისე რომ არ აღიქმებოდეს ეზოს ნაწილად;
გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები.
მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა- ნაგებობის დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის შეცვლა
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედავობა და სხვა)
განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.
დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;
შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები;
მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან;
წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები;
გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები.
ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;
ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად.
მიწის
ნაკვეთების ფართობი
9158.00 მ2
ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1),
0.4-მდე
საცხოვრებელ ზონა 1 (სზ-1)
0,3-მდე
ტერიტორიაზე განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1)
-
საცხოვრებელ ზონა 1 (სზ-1)
0.5- მდე
ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1)
0.3-დან
საცხოვრებელ ზონა 1 (სზ-1)
0.3-დან
ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები)
ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)
ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით,
ბ) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით
ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა.
ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
შენობის
მაქსიმალური სიმაღლე
8 მეტრი, კეხში 10 მეტრი
შენობის მაქსიმალური სართულიანობა
3 ან 2 სართული მანსარდით
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში –
გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
1. განაცხადი;
2. ტერიტორიის გრგ-ის რუკა გეგმარებითი დავალება;
3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა;
4. ზოგადი გეოლოგია;
5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა;
6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000;
7. ტოპო-გეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500;
8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში);
9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში;
10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000;
11. ფუნქციური ზონირების რუკა, არსებობის შემთხვევაში (არსებობის შემთხვევაში);
12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა);
13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000;
14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500;
15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები:
1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნას ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები;
2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით;
3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს;
4. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Power-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე;
5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:
საპროექტო ტერიტორიის საზღვრები,
მიწის ნაკვეთის საზღვრები,
განაშენიანების რეგულირების ხაზები,
შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H,
მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა),
განაშენიანების კოეფიციენტი კ1,
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2,
გამწვანების კოეფიციენტი კ3,
ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები,
მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.
დამატებითი მოთხოვნები
1. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.