„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-703
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016592
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-703

2019 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2013, 360160000.22.023.016220) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე”.

2. დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
📎 დანართები (1)
-2.doc

დანართი 1

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა
1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
7 Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი
სხვა ფრინველები
1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03 5 ცალი
2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი
3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი
4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი
9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი