სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-258/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

 ბრძანება №02-258/ო  

 2019 წლის  16 ივლისი

ქ. თბილისი

 

  სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ნიუ ჰოსპიტალზე“ (ს/კ №205210467, თბილისი, კრწანისის ქ. №12/გორგასლის ქ.№71) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის დირექტორის მოადგილის კ. სახვაძის განცხადებები: №79630, 05.06.2019წ.;

№80474, 06.06.2019წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-589-83, 12.07.2019წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №22, 16.07.2019წ.  სააგენტოს

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  თეიმურაზ პირველაშვილი.