სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-260/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ს აჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-260/ო

2019 წლის   17ივლისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს უცხოური საწარმოს ფილიალზე „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ (მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ქესალო) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ №002220, ბრძანება N02-634/ო, 18.04.2016წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: უცხოური საწარმოს ფილიალი „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ვ. ქაბაქლის განცხადება №100158, 15.07.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის  შემსრულებელი  თეიმურაზ პირველაშვილი.