,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2019 წლის 19 ივლისი ქ. კასპი |
ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 221 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. დედ-მამით ობოლი ბავშვების საკურორტო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებს.
2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტს 10 დღე-ღამით.
4. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
5. ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა;
ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
ვ) ბენეფიციარის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი.
6. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არიან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები.
2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტს 10 დღე-ღამით.
4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობა;
დ) ბენეფიციარის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი.
5. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 19.07.2019. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016407.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №18, 19.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016407 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4619476/