,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44-62 |
|
2019 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. ბაღის/პარკის ნარჩენები მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის, დამზადების, ჭრის, ვარჯის ფორმირების, გადაბელვის და სხვლა-ფორმირების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, გაკრეჭილი/გათიბული ბალახი, ჩამოცვენილი ფოთლები.“.
2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 22. მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განთავსება და გადაცემა
1. ამ წესის შესაბამისად წარმოქმნილი მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ.
2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი, საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო სკოლებსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი და ბაღის/პარკის ნარჩენები, შემდგომი განკარგვის უფლებით, შესაძლებელია გადაეცეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.
4. „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გადაცემის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დაინტერესებილი მხარის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.”.
|