„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44-68 |
|
2019 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა).“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.“.
3. მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.“.
4. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისათვის პროექტით გათვალისწინებულია საჰაერო სივრცის გამოყენება და ამ მიზნით საყრდენების მოწყობა, სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისგან გამოითხოვს სარეკომენდაციო ხასიათის წერილობით პოზიციას ან ელექტრონულად ათანხმებს მასთან საყრდენის მოწყობის მიზნით ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს.“.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები ეცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას;“.
6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე გზის მოსაწყობად თანხმობის მისაღებად განმცხადებელი პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ქალაქგეგმარებით დასკვნას ან სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისგან წერილობით ან ელექტრონული ფორმით გამოითხოვს პოზიციას საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე გზის მოწყობასთან დაკავშირებით.“.
7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამუშაოთა წარმოება ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობისას
1. წინამდებარე წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია, განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არაუმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.“.
8. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამუშაოების წარმოებაზე/ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ დარღვეულია ხაზობრივი ნაგებობის აქტით განსაზღვრული ტრაექტორია, სააგენტო გასცემს რეგისტრაციაზე თანხმობას, რის შემდეგაც ატყობინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევის შესახებ. რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა არ ათავისუფლებს დამრღვევს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.“.
|