„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44-57
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016625
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44-57

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 03/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016565) და დადგენილების პირველი მუხლის:

ა) „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №1) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია 2018 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედ რეგულაციებს;“;

ბ) „გ“ პუნქტით დამტკიცებული  „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3):

ბ.ა) მე-2 მუხლის:

ბ.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:

ა) 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგენენ ქვეპროგრამის ბენეფიციარებს, მიუხედავად წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზისა;

ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვამდე პერიოდში იყვნენ რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში, მაგრამ განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად, და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი;

გ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებული, თუ ისინი განცხადებით მიმართვამდე პერიოდში არცერთხელს არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

ბ.ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ქვეპროგრამის   მოსარგებლისათვის   თვეში   არაუმეტეს   20   სეანსის   მიწოდება,   ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1საათს;

ბ.ა) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს:

ბ.ა.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსისა;

ბ.ა.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსისა;

ბ.ა.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის –  მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

ბ.ბ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს:

ბ.ბ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 7/10;

ბ.ბ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 6/10;

ბ.ბ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის –  მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე

ბ.გ) ამასთან, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსის ჩატარება თვეში ერთხელ შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში;

ბ.დ) ამასთან, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული წლიური გეგმის ფარგლებში,  თვეში ერთხელ შესაძლებელია თითო შეხვედრის/სეანსის ჩატარება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.“;

ბ.გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფში) და სხვა – ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2019.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.07.2019. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №44-57. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.016625.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №44-57, 23.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016625 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4619797/