შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლაშა მუსხელიშვილი N534)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 534

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი:  ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ. ფოსტა:  auction@consultinggroups.com.ge საბანკო ანგარიში:   GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ლაშა მუსხელიშვილი, პირადი № 01022012454

მოვალე (მსესხებელი): თეა ნიკოლიშვილი, პირადი № 59001113571

იპოთეკის ხელშეკრულება: 26-30052-000923, თარიღი 30/01/2015

ვალდებულების წარმოშობა: უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება: №0125.3169673.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

№3169673-8796619 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

იპოთეკის რეკვიზიტები: ქ. თბილისი, გლდანისხევის დასახლება კორპუსი №4-ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა №69, საკადასტრო კოდი: 01.11.05.002.007.01.069

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: №3169673-8796619 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 44867,78 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 37440,77 აშშ დოლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 2690,42 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 4736,59 აშშ დოლარს.

სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 490 ლარი (+120 ლარი ყოველი დამატებითი აუქციონის შემთხვევაში და აუქციონზე ქონების რეალიზებული თანხის 1%).

აუქციონის ჩატარების დრო: 05/08/2019 წლის 16:00 საათიდან 07/08/2019 წლის 13:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 44867.78 აშშ დოლარი და 587.00 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ბინა ქ. თბილისი, გლდანისხევის დასახლება კორპუსი №4-ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა №69, ფართი – 88.76 კვ.მ;

გარდამავალი უფლებები: არა; საჯარო რეესტრის ამონაწერით ფიქსირდება მეორე რიგის იპოთეკა – იპოთეკარი „ბი აი ჯი“; ასევე, ფიქსირდება ვალდებულება – გამყიდველი – თეა ნიკოლიშვილი, მყიდველი ლაშა მუსხელიშვილი;

აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით :

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილაისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი:  შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536

დირექტორი:   ნინო არაბიძე