შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლეილი შირინოვი G 158)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლეილი შირინოვი G 158)

საჯარო
განცხადება

აუქციონის

დანიშვნის
შესახებ

2019 წლის 24

ივლისი

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელფოსტა: specialist@mali.ge,  სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 158

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

ლეილი შირინოვი  პ/ნ 36001039369 მის: საგარეჯო ს. ქეშალო მე-4 V ჩიხი N 4

აუქციონის ჩატარების დრო:   05/08/2019  წლის 14:00 სთ-დან 08/08/2019 წლის 12:15 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია –
შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:   19 525.05 აშშ დოლარი და 490 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი საგარეჯო, სოფელი ქეშალო; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 2009.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01 საცხოვრებელი გაშენების ფართი 228 კვ.მ. №02 სათავსო –

120 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 55.22.53.023

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება:

ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: განცხადების №/ თარიღი 102016425226 :: 15 დეკ 2016 11:31  მესაკუთრე/მოსარგებლე ლეილი შირინოვი ს/ნ 777777777 პ/ნ 36001039369 გადაწყვეტილების №/ თარიღი 102016425226/3:: 15 დეკ 2016 11:31 საგანი: მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება, №0632789, 15.12.2016, შემოსავლების სამსახური.

ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: განცხადების №/ თარიღი 102018432277 :: 04 დეკ 2018 22:17 მესაკუთრე/მოსარგებლე ბაჰრამ შირინოვი ს/ნ 106199998 პ/ნ 36001007685 გადაწყვეტილების №/ თარიღი 102018432277/3:: 04 დეკ 2018 22:17 საგანი: მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება, №00731743, 04.12.2018, შემოსავლების სამსახური.

ვალდებულება: ფიქსირდება ვალდებულება. გამოსყიდვის უფლების მქონე პირი: ბაჰრამ შირინოვი პ/ნ 36001007685, მყიდველი: ლეილი შირინოვი პ/ნ 36001039369, საგანი: მიწის ნაკვეთი ფართით 2009.00 კვ.მ., შენობა №01 საცხოვრებელი გაშენების ფართი 228 კვ.მ., №02 სათავსო - 120 კვ.მ.; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, დამოწმების თარიღი: 06/03/2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“),  მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე; 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით; გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი)  კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                     გიორგი გოგშელიძე