შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე №2/631-07 |
|
განჩინება საქართველოს სახელით კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ |
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი, და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „გაზმშენის“ მიმართ.
შპს „გაზმშენის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, მაია ბარათაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „გაზმშენის“ აღიარებულ კრედიტორებს წარმოადგენენ: სსიპ შემოსავლების სამსახური – 2 102 743,07 ლარი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 427 110 ლარი, სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ“ – 401 844,35 ლარი. ჯამში კომპანიის მიმართ აღიარებული დავალიანება შეადგენს 2 931 697,42 ლარს. სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის ინფორმაციის თანახმად, შპს „გაზმშენის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2013 წლამდე წარმოშობილი და 01.08.2018 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელი გადაყვანილია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების რეჟიმში „0“ თანხით.
გაკოტრების მმართველის მიერ მოძიებულ იქნა და აღიწერა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, გაზის მილები, რომლებიც შპს „გაზმშენის“ საკუთრებაა, თუმცა კომპანიის სახელზე დარეგისტრირებული არ არის. გაკოტრების მმართველისათვის მილსადენების კუთვნილებაზე სხვა პირს პრეტენზია არ განუცხადებია. აღნიშნული მილები მდებარეობს:
1. ქ. თბილისი, ლითონკონსტრუქციების დასახლება, სიგრძე – 565,7 გრძ.მ;
2. ქ. თბილისი, ლითონკონსტრუქციების დასახლება, სიგრძე – 273,1 გრძ.მ;
3. ქ. თბილისი, ლითონკონსტრუქციების დასახლება, სიგრძე – 111 გრძ.მ;
4. ქ. თბილისი, ლითონკონსტრუქციების დასახლება, სიგრძე – 693,1 გრძ.მ;
5. ქ. თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, სიგრძე –- 545,2 გრძ.მ;
6. ქ. თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, სიგრძე – 225,9 გრძ.მ;
7. ქ. თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, სიგრძე – 1986,5 გრძ.მ;
8. ქ. თბილისი, ოცხელის ქუჩა, სიგრძე – 556,9 გრძ.მ;
9. ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, სიგრძე – 2288,8 გრძ.მ;
10. გარდაბანი, სოფ კუმისი, სიგრძე – 2408,8 გრძ.მ.
გაკოტრების მმართველის მიერ შპს „გაზმშენის“ ბალანსზე არსებული მოძრავი/უძრავი ქონების (გარდა კუთვნილი მილსადენის, საკადასტრო კოდით 01.00.63, რომელიც სპეციფიკის სირთულის გამო, ამ ეტაპისთვის შეფასებული არ არის) განმეორებითი გადაფასების მთლიანი ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 405 871 ლარს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განმცხადებელი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით:
1. გაზსადენ მილებზე შპს „გაზმშენის“ საკუთრების უფლების აღიარება;
2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ;
3. შპს „გაზმშენის“ გაკოტრების წარმოების შეწყვეტა.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა კრება გაზსადენ მილებზე შპს „გაზმშენის“ საკუთრების უფლების აღიარების, შპს „გაზმშენის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის, კრედიტორთა კრების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. მოწვეული იქნას შპს „გაზმშენის“ (ს/ნ 206037215) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაზსადენ მილებზე შპს „გაზმშენის“ საკუთრების უფლების აღიარება;
1.2. შპს „გაზმშენის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა;
1.3. კრედიტორთა კრების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 30 ივლისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს „გაზმშენის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.