„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2019 წლის 25 ივლისი ქ. ზუგდიდი |
,,მუხლი 111. განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცედურა განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჯაროობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ეტაპების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, არაუმეტეს 20 დღე;
ბ) II ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, არაუმეტეს 30 დღე.
4. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახური, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებსა და გასცემს შესაბამის სამართლებრივ დასკვნებს:
ა) I ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) II ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
6. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით გამოსცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
8. განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების ადმინისტრაციული პროცედურების დაწყებამდე მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებას:
ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის არ არსებობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა:
ა.ა) დასაგეგმარებელი ტერიტორიის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების წარმოდგენას;
ა.ბ) დასაგეგმარებელი ტერიტორიის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების შესახებ დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდის განსაზღვრას;
ა.გ) დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარებას;
ა.დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის შემუშავებას;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორია ხვდება შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საზღვრებში, საჭიროების შემთხვევაში:
ბ.ა) დასაგეგმარებელი ტერიტორიის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების წარმოდგენას;
ბ.ბ) დასაგეგმარებელი ტერიტორიის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების შესახებ დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდის განსაზღვრას;
ბ.გ) დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარებას.
მუხლი 112. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავებისა და განხილვის პროცესის საჯაროობა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავებისა და განხილვის პროცესის საჯაროობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო დაფა:
ა) ინფორმაცია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებისა და მათი განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების შესახებ;
დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების თაობაზე დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდის შესახებ;
ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარებისათვის შესყიდვის ვადების შესახებ;
ვ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვისა და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ;
ზ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისათვის შესყიდვის ვადების შესახებ;
თ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების, ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადების შესახებ.
3. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორია ხვდება შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საზღვრებში, დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო დაფა:
ა) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის ჩატარების ვადების შესახებ;
ე) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვისა და დამტკიცების
ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ;
ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვადების შესახებ;
ზ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვისა და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადების შესახებ.
4. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის არ არსებობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო დაფა:
ა) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებისა და მათი განვითარების სავარაუდო
მოსაზრებების და მიზნების შესახებ;
დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განვითარების სავარაუდო მოსაზრებებისა და მიზნების თაობაზე დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის ჩატარების ვადების შესახებ;
ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის და გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ;
ზ) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვადების შესახებ;
თ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადების შესახებ.
5. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის შესაბამისი მოთხოვნები.
მუხლი 113. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს ფუნქცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.“.
|