პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2019
ძალის დაკარგვა 01.03.2023
გამომცემი ორგანო სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ნომერი №003
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე | სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.03.2023
დოკუმენტის ტექსტი
პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №003
2019 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 3 ივნისის №4 სხდომის ოქმის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორილევან სურგულაძე