ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №224

 

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ

ლეილა აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში წერნაქის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         გიორგი ტყემალაძე