ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩისთვის მსახიობ მარინე თბილელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016523
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ცუცხვათის ქუჩისთვის პოეტის მარიამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში აბესალომ ვეკუას ქუჩის გაგრძელების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩისთვის მსახიობ მარინე თბილელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №
226
2019 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქ
ალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩისთვის მსახიობ მარინე თბილელის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მიენიჭოს მსახიობ მარინე თბილელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.