ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი გასასვლელისთვის კინორეჟისორ გიორგი დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016524
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი გასასვლელისთვის კინორეჟისორ გიორგი დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №227
2019 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქ
ალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი გასასვლელისთვის კინორეჟისორ გიორგი დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ გასასვლელს მიენიჭოს კინორეჟისორ გიორგი დანელიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე