ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №232
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2019
matsne.gov.ge 184 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მალხაზ ჯღარკავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №232 2019 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ 1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ლევან შათირიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე