,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №192
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №30, მუხლი 363) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეშვეობით ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება, მათი პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება, პროფესიული მომზადება, გადამზადება და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება; შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი და ბიუროს საშტატო ნუსხის ფორმირება;“.
3. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
4. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლი.
5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური:
სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა; სამედიცინო-კრიმინალისტიკურ, სასამართლო-ჰისტოლოგიურ, სასამართლო-ბიოქიმიურ ექსპერტიზათა ორგანიზება, წარმოება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზათა წარმოება სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით;
ბ) ბიომასალების კვლევა სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც ტარდება სეროლოგიური ექსპერტიზა; ბიომასალების კვლევა დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) კვლევის მეთოდებით, რომლის საფუძველზეც ტარდება გენეტიკური ექსპერტიზა.“.
6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 15. ნარკოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის სამსახური
ნარკოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის წარმოება; ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ალკოჰოლი) მიღების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით, ექსპრეს-ტესტებით, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმებით; ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ბ) საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტშემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქ-საღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა); ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების ექსპერტიზა; მინის, კერამიკის სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობებისა და მათი ნაკეთობების ექსპერტიზა.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 22.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №192. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №192, 22.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4624/