,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2019 წლის 26 ივლისი დაბა მესტია |
„17. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა (პ/კ-06 03).“.
,,18. სტიქიით (მათ შორის -ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პ/კ-06 04).“
,,დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 ან შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“
,,8. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა.
1. ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა (ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №100;
ე) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“
,,ზ) სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითრების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) შესაბამისად დაფინანსება/თანადაფინანსება შეადგენს ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%, ხოლოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში მათი გადასახდელი თანხის 80% 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ფარგლებში (გადარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის/ინვოისის შესაბამისად).“
,,1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის არის ერთჯერადი, გარდა I თავის 1-ლი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, როდესაც ბენეფიციარს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს გაწეული აქვს ერთჯერადი დახმარება, მაგრამ შემდგომში დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი ან დაფიქსირდა ტრავმული დაზიანება, საბჭო უფლებამოსილია განმეორებით გაუწიოს დაფინანსება/თანადაფინანსება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადარიცხვა განხორციელდება შესაბამისი კლინიკის საბანკო ანგარიშზე.“.
|