,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/18
სარეგისტრაციო კოდი
010205020.35.111.016426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №15/18

2019 წლის 30 ივლისი

ქ. ფოთი

 

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. კონტროლი და პასუხისმგებლობა

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 209მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 125მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს, საქმეებს განიხილავს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსხური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“. 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია