„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-731 |
|
2019 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2018, 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-5 მუხლის:
„1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების მიხედვით, მათი განაწილება და დასაქმების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;
დ) წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სხვა დაწესებულებიდან ან/და ორგანიზაციიდან შემოსული იმ კორესპონდენციის განხილვა და მათი განაწილების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ტრენინგებს, სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ვ) სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან ურთიერთობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
ი) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
„ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;“;
„ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-731. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.023.016594.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №2-731, 02.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016594 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4624980/