📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-763
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016595
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2019
matsne.gov.ge 2,433 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ინსპექტირება
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება
მუხლი 2
დათვალიერება
ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინსპექტირების ჩატარების, ასევე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად
მუხლი 2
ადმინისტრაციული მიწერილობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების, ანგარიშგების და საქმიანობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც აცნობებს ინსპექტირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას
მუხლი 2
ინსპექტირების ობიექტი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სადაც დაგეგმილია ან ხორციელდება ინსპექტირება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 92% 24.12.2024 ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 27.12.2024 საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების წესის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 91% 25.02.2015 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 29.12.2025 სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-763 2019 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის 1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის N2 ბრძანება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების  წესი (შემდგომში – წესი) ადგენს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებადი საქმიანობის ინსპექტირების ჩატარების პირობებსა და პროცედურებს. 2. წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის ძირითად მოთხოვნებს. 3. სააგენტო ინსპექტირების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება; ბ) დათვალიერება – ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინსპექტირების ჩატარების, ასევე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად; გ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების, ანგარიშგების და საქმიანობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც აცნობებს ინსპექტირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას; დ) ინსპექტირების ობიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სადაც დაგეგმილია ან ხორციელდება ინსპექტირება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. მუხლი 3🔗. ინსპექტირების მიზნები და ამოცანები 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზნებია: ა) ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში მონაწილე პერსონალის, მოსახლეობის და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება . 2. ინსპექტირების ამოცანებია: ა) ავტორიზებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პირობების დარღვევის გამოვლენა; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება. მუხლი 4🔗. ინსპექტირების სახეები ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შეიძლება იყოს გეგმური ან არაგეგმური. მუხლი 5🔗. გეგმური ინსპექტირება 1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების წლიური პროგრამის მიხედვით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით, ყოველი წლის ბოლოს, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინსპექტირების წლიური პროგრამის შედგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით. ბრძანებით განისაზღვრება მომდევნო წელს შესამოწმებელი ინსპექტირების ობიექტების ნუსხა. 2. ინსპექტირების წლიური პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინსპექტირების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, წინა ინსპექტირების შედეგები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კონკრეტული რადიაციული რისკისა და დიფერენციალური მიდგომის საფუძველზე, გეგმური ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში (I, II და III კატეგორიის წყაროები) – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ; ბ) ბირთვული მასალების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;  გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ; დ) რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში (IV და V კატეგორიის წყაროები) – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ; ე) სხვადასხვა დანიშნულების ამაჩქარებლები  (მედიცინა, მრეწველობა და სხვა) – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ; ვ) რადიოფარმპრეპარატების გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკურ ან/და სამკურნალო დანიშნულებისათვის - არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ; ზ) სამედიცინო დიაგნოსტიკური რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ზოგადი პროფილის რენტგენოდიაგნოსტიკა, მამოგრაფია და სხვ.) – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ; თ) სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და მომსახურების მიწოდება მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ; ი) ლიცენზირებადი საქმიანობის დანარჩენი სახეობები – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. 4. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ობიექტების შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ინსპექტირების წლიურ პროგრამაში დადგენილი შესამოწმებელი ინსპექტირების ობიექტების რიგითობა. 5. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი გაფრთხილებით, რომელიც ადრესატს ეგზავნება ინსპექტირების განხორციელებამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. 6. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სხვა მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. მუხლი 6🔗. არაგეგმური ინსპექტირება 1. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება: ა) სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე; ბ) სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), შეტყობინებების საფუძველზე; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის), სალიცენზიო პირობების ან/და საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; დ) ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირის წლიური ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; ე) სალიცენზიო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;  ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არალიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის მიზნით; ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტის დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შედეგად (რადიაციული ავარია, გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სავარაუდო კანონდარღვევა) შესაძლებელია მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას გარემოს, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მაშინ შესაძლებელია ოპერატიული არაგეგმური ინსპექტირების განხორციელება. 3. წინასალიცენზიო ინსპექტირება ხორციელდება დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რისკისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 4. არაგეგმური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს როგორც ინსპექტირების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტში, ისე სხვა ობიექტშიც, რომელიც არ არის შეტანილი ამ პროგრამით დადგენილ ნუსხაში. 5. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს არაგეგმური კომპლექსური ინსპექტირება, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სხვა მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. მუხლი 7🔗. ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირების ინსპექტირება 1. ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირების ინსპექტირება ხორციელდება საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ შეთანხმებისა და შეთანხმების დამატებითი ოქმის ეროვნული პასუხისმგებელი პირის მიერ,  ინსპექტირების ობიექტის ბირთვული მასალების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. 2. ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირების ინსპექტირების დროს მოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების დეპარტამენტში დეკლარირებული ბირთვული მასალა, მისი ინვენტარული მდგომარეობა, ფიზიკური ინვენტარიზაციის ანგარიშები, სააგენტოში წარდგენილი წერილები ბირთვული მასალების ინვენტარული ცვლილებების შესახებ, დამატებითი ოქმის მოთხოვნების მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაცია,  ბირთვული მასალების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პირობები და მათი შესაბამისობა ბირთვული მასალების ფიზიკური დაცულობის, მისი დამატების კონვენციის მოთხოვნებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან. მუხლი 8🔗. ინსპექტირების ობიექტის დათვალიერება 1. ინსპექტირების ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს ავტორიზებული ან არაავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირის წინასწარი შეტყობინების გარეშე. 2. დათვალიერების პროცესში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დათვალიერების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა. 3. დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს: ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, ობიექტის საქმიანობის ადგილის და მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას; ბ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას; გ) ობიექტის ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი ადმინისტრაციული მიწერილობის შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. 4. დათვალიერებისას, ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 5. ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს. მუხლი 9🔗. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინსპექტირების თაობაზე 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სააგენტოს უფროსი. 2. ოპერატიული ინსპექტირების განხორციელებისას ან/და დათვალიერების საფუძველზე არაგეგმური შემოწმების განხორციელებისას, გამოიცემა წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინსპექტირების დასრულებიდან არაუმეტეს სამი დღის ვადაში. 3. ინსპექტირების განხორციელების თაობაზე სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს:  ა) ინსპექტირების სახე; ბ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა);  გ) ინსპექტირების ობიექტი/ობიექტები და მათი მისამართები; დ) ინსპექტირების განხორციელების თარიღი და ვადა. მუხლი 10🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელება 1.  ინსპექტირების განმახორციელებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომლისთვისაც შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინსპექტირების ობიექტის ნებისმიერი უბანი, სადაც მიმდინარეობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობა. 2. გეგმური ინსპექტირების დაწყებამდე სააგენტოს შესაბამისი სამსახურის უფროსი  კონკრეტული ინსპექტირებისათვის ადგენს: ა) უფლებამოსილ პირთა ჯგუფს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი სპეციალისტისაგან. მათ შორის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს. ინსპექტირების ობიექტის რისკისა და საქმიანობის გათვალისწინებით, ინსპექტირების ჯგუფი შეიძლება დაკომპლექტდეს ორზე მეტი წევრისაგან;     ბ) ინსპექტირების ჩატარების ხანგრძლივობას, რომელიც განისაზღვრება  ბირთვული და რადიაციული ობიექტის საქმიანობის რისკების, საქმიანობაში გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და ობიექტზე არსებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მდგომარეობით. ინსპექტირების ხანგრძლივობა შეიძლება გაზარდოს  სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტში ცვლილებების შეტანით. 3. ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა შეადგინოს ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც თანხმდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის  უფროსთან. ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა მოიცავს უფლება-მოვალეობების განაწილებას ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრებს შორის, აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს, შემოწმების ძირითად ქმედებებს. 4. ინსპექტირების ჯგუფის წევრები უნდა გაეცნონ მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინსპექტირების ობიექტის ავტორიზაციის დროს წარდგენილ დოკუმენტაციას, წინა ინსპექტირების აქტებს, გამოვლენილ დარღვევებს, დასახულ ღონისძიებებსა და ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ, წარმოდგენილ შეტყობინებებს. 5. უნდა შეირჩეს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის შესაბამისი რადიომეტრიული და დოზიმეტრიული ხელსაწყოები; შემოწმდეს მათი გამართულობა და დაკალიბრების სერტიფიკატების მოქმედების ვადა. ინსპექტირების ჯგუფის წევრები აღჭურვილი უნდა იქნენ ინდივიდუალური დოზიმეტრებით. ინსპექტირების ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით ინსპექტირების განმახორციელებელი პირი შეიძლება დამატებით აღიჭურვოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათვალე და სხვა). 6. გეგმური ინსპექტირება იწყება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობასთან, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან ან/და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთან სამსახურებრივი მოწმობისა და ინსპექტირების თაობაზე სააგენტოს უფროსის ბრძანების წარდგენით. 7. ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინსპექტირებისას განხორციელებისას ვალდებულია: ა) გაეცნოს ინსპექტირების ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (რადიაციული დაცვის პროგრამის,  ფიზიკური დაცულობის სისტემის, რადიაციული ავარიის რეაგირებისა და პრევენციის გეგმის,  რადიაციული მონიტორინგის შედეგების, ხარისხის კონტროლის, აპარატურის დაკალიბრება - ტესტირების და სხვა დოკუმენტაციას); ბ) გაესაუბროს ინსპექტირების ობიექტის პერსონალს და სხვა კომპეტენტურ პირებს, ინსპექტირებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატაროს აუცილებელი რადიოლოგიური (დოზიმეტრული) გაზომვები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; დ) დაადგინოს რადიაციული ავარიებისათვის ან/და ინციდენტებისათვის მზადყოფნა; ე) აიღოს სინჯები ლაბორატორიული რადიოლოგიური შეფასებისათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ფოტო, აუდიო ან/და ვიდეოგადაღება, რომლის მასალებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დარღვევების ნივთიერ მტკიცებულებად; ზ) შეამოწმოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და ბირთვულ და რადიაციულ  სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;  თ) დაიცვას ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოება;  ი) განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ინსპექტირების მიზნებისათვის. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, თან იქონიოს კავშირგაბმულობის საშუალებები, პერსონალური კომპიუტერი, ლაბორატორიული სინჯის ასაღებად საჭირო საშუალებები და რადიომეტრიული და დოზიმეტრიული ხელსაწყოები, ასევე სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება ინსპექტირების განხორციელებას. მუხლი 11🔗. ინსპექტირების აქტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 1. ინსპექტირების დასრულების შემდეგ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ან ინსპექტირების განმახორციელებელი სხვა პირი ვალდებულია:  ა) მოაწყოს შეხვედრა ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელ ან მის უფლებამოსილ პირთან და გააცნოს ინსპექტირების შედეგები: ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული ქმედებები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან ინსპექტირების დროს აღმოჩენილი დარღვევები; ბ) შეადგინოს ინსპექტირების აქტი (საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დანართ №1-ში მოცემული შესაბამისი ინსპექტირების აქტის ფორმის მიხედვით), რომელშიც აისახება ინსპექტირების შედეგები. ინსპექტირების აქტს ხელს აწერენ მასში მონაწილე და დამსწრე პირები. 2. ინსპექტირების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის უფლებამოსილ პირს. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელი ან მისი უფლებამოსილი პირი ინსპექტირების აქტის მიღებას ადასტურებს ინსპექტირების აქტზე ხელმოწერით. 3. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. ინსპექტირების აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინსპექტირების    აქტი ეგზავნება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს ინსპექტირების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში. 5. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებას. 6. ინსპექტირების შედეგები თანდართული ინსპექტირების აქტითა და საქმის სხვა მასალებით (მათი არსებობის შემთხვევაში), ინსპექტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წარედგინება სააგენტოს უფროსს. 7. ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების და მათი გონივრულ ვადებში აღმოფხვრის მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირები ამზადებენ ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. ადმინისტრაციული მიწერილობა  ეგზავნება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს. 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განმახორციელებელი პირები კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად უგზავნიან ინსპექტირების ობიექტის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს). მუხლი 12🔗. უწყებრივ რეესტრში ინფორმაციის შეყვანა 1. ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შეიყვანოს ინფორმაცია განხორციელებული ინსპექტირების შესახებ  უწყებრივი რეესტრის ინსპექტირების მოდულში. 2.  უწყებრივ რეესტრში უნდა შეტანილი იქნას შემდეგი ინფორმაცია: ა) ინსპექტირების ობიექტი, ჩატარების თარიღი, ინსპექტორთა ჯგუფის შემადგენლობა, ინსპექტირების სახე, სააგენტოს უფროსის ბრძანება ინსპექტირების შესახებ; ბ) ინდივიდუალური გეგმა და ინსპექტირების აქტი; გ) ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევების აღმოფხვრის თარიღების და ინსპექტირების ობიექტის მიერ ამ მიწერილობით განსაზღვრული შესასრულებელი ქმედებების  აღწერით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ოქმები); დ) ინსპექტირების ობიექტის შესაბამისი რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სააგენტოში მისი მიღების შემდეგ). მუხლი 13🔗. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები 1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ხელმძღვანელს (უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს, შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების გარეშე არ დაუშვას ობიექტზე ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფი. 2. ინსპექტირების განხორციელებისას ავტორიზებული ან არაავტორიზებული პირის ხელმძღვანელი ან/და მისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) წარმოადგინოს ინსპექტირებისას მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი; ბ) უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ობიექტის ყველა საჭირო უბანზე და არ შეზღუდოს საინსპექციო ღონისძიებების განხორციელება; გ) არ დაუშვას საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილებების მუშაობის მიზანმიმართული შეფერხება; დ) არ შეზღუდოს რადიოლოგიური გაზომვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პერსონალის დასწრება ინსპექტირების პროცესზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აფერხებს ინსპექტირების განხორციელებას; ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები; ზ) შეასრულოს ადმინისტრაციულ მიწერილობაში დასახული ღონისძიებები. თ) წერილობით შეატყობინოს სააგენტოს ადმინისტრაციული მიწერილობის ფარგლებში დასახული ღონისძიებების შესრულების შესახებ, მიწერილობაში აღნიშნული ვადის გასვლამდე. მუხლი 14🔗. იძულებითი ღონისძიებები 1. სააგენტოს უფლება აქვს, ინსპექტირების განხორციელებისას გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებები. 2. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას, საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ინსპექტირების ობიექტის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნა. 3. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების მიზნით, ობიექტების ხელმძღვანელს ეგზავნება ან წარედგინება ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულო მიწერილობაში აღნიშნული  ვადის განმავლობაში. 4. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სააგენტოს ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესახებ, მიწერილობაში დადგენილი  ვადის გასვლამდე. 5. ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ ობიექტის დათვალიერების, გეგმური/არაგეგმური ინსპექტირების დროს გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი და უშუალო საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გარემოს და დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს მტკიცებულებების მოპოვებისათვის საჭირო ღონისძიებებს (მათ შორის, ობიექტის, მტკიცებულებების, დანადგარის და ა.შ. დალუქვა, სინჯების აღება და სხვა), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეაგირების ზომებს. 7. ლუქის განზრახ დაზიანება რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ლუქების დადებისა და მოხსნის პროცედურა, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით. 9. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებებს.