სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღების/გასავლის ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2019
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სერია №.... დან №.....მდე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.09.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღების/გასავლის ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2019 წლის 31 ივლისი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღების/გასავლის ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2401 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიღების/აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი გვერდისაგან. პირველ გვერდზე გამოსახულია წარწერა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია“ და მისამართი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნომერი, თარიღი და ოქმის შედგენის ადგილი, ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება, დაბადების თარიღი, მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი, იურიდიული მისამართი, სამართალდარღვევის შინაარსი, კანონის შესაბამისი მუხლი და პუნქტი, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება. სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე მოცემულია ოქმის ნომერი, განმარტება სამართალდამრღვევი პირის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა, მოწმეების სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, დაზარალებული პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, სამართალდამრღვევის ხელმოწერა ოქმის ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე გვერდზე ქვედა მარჯვენა კუთხეში დაიტანება დამკვეთის, ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი.
მუხლი 6🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა)
რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ)
ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება;
გ)
ბორჯღალის ნიშანს, რომელიც გახედვისას ჩნდება „გამჭვირვალედ.“
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 სექტემბრის №20 დადგენილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1.
წინამდებარე წესი არეგულირებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებას.
2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.
4.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურში.
5.
ოქმის ბლანკები შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში. ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
6.
სიღანღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურში, ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმის ბლანკები გადაეცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებას, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
7.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა შესაბამისი განყოფილებისათვის, უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ დანართ №3-ში.
8.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის მიერ ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მათ განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი თავის მხრივ ვალდებულია სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართ №2-ში.
9.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
დანართი №2
სამართალდარღვევის ოქმების მიღების/აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
სერია №.... დან №.....მდე
რაოდენობა
მიღების თარიღი
ბლანკები ჩავაბარე
(თანამდებობა, გვარი და სახელი)
1
2
3
4
5
დანართი №3
სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა
№
სერია №.... დან №.....მდე
რაოდენობა
გაცემის თარიღი
ბლანკები მივიღე (თანამდებობა,
გვარი და სახელი)
1
2
3
4
5
დანართი №4
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
---------------- 20___ წ. -----------------------------------------
(თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
მე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის --------------------------------------------------- სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------ მუხლისა და
------------------------------------------------------------------------------------------------ საქართველოს კანონის შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი.
სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის --- მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი იურიდიული პირის სრული დასახელება, მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
სამართალდარღვევის შინაარსი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც გათვალისწინებულია -----------------------------------------------------------------------------------------
მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ახსნა-განმარტება:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე, -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი
დამკვეთი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
(ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი 2)
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------- მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროულად შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.
ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: ----------------------------------
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
----------------------------------
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
ოქმს გავეცანი: ---------------------------------
სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა
მოწმე(ები) (დასწრების შემთხვევაში):
------------------------ ------------------------------- ----------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №
ხელმოწერა
------------------------ ------------------------------- ----------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის
№ ხელმოწერა
დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):
------------------------ ------------------------------- ----------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის
№ ხელმოწერა
------------------------ ------------------------------- ----------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის № ხელმოწერა
ოქმის ასლი ჩავიბარე:
------------------------------ ------------------------------- ----------------
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის № ხელმოწერა
ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში:
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
დამკვეთი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
(ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი 2)
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №