საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ.

მიღების თარიღი 31.07.2019
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2019
matsne.gov.ge 492 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.11.2015 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.12.2019 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 14.12.2017 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.05.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2019 წლის 31 ივლისი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის , 24 -ე მუხლის მე-2 ნაწილის , 99-ე მუხლის , ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის შესახებ“  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 24 აპრილის №34 დადგენილება  (30.04.2007 წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190.020.080.35.130.004.529). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი                                                             დანართი             საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში – წესი ) მიზნად ისახავს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას. 2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის  2 %-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი. 3. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გადახდის) ან სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა. 4.  დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა 1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონიძიებები: ბ) საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები: გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ან ამ ღონისძიებების დაგვიანებით გატარებისგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევ ხარჯებს და სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს. 2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება პროგრამების (ქვეპროგრამების) ღონიძიებების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში, როგორც მიმდინარე ან კაპიტალური ხარჯები, თუ საჭიროება არ დადგება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად. მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. ბრძანებაში სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით) ღონისძიებებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგები; ბ) პროგრამებისათვის (ქვეპროგრამებისათვის) ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამების (ქვეპროგრამების) ღონისძიებების ორი ან მეტი მიმართულება; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით . 2. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის აცილებისთვის, ნაწილობრივ აცილებისთვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისთვის საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.  3.  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.