აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 24.01.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2019 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულება”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები
მუხლი 3🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენის მიზნით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ბ) დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული ურთიერთობა;
გ) დევნილთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვისათვის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობების წარმართვა დევნილთა სახელმწიფოზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებისა და მათი თვითკმარობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების შემუშავების მიზნით;
ე) მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობა) მართვა, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს სამინისტროს საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ზ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;
თ) მთავრობაში წარდგენის მიზნით, ითანხმებს წარმომადგენლობის დებულების პროექტს;
ი) მთავრობაში წარდგენის მიზნით, ითანხმებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
მ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ო) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს;
რ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ს) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. მინისტრს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის დავალებით, სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗
1. სამინისტრო ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. სამინისტროს მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამინისტროში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც მინისტრის ბრძანებით ინიშნება ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს და მინისტრის მოადგილეს კურაციის სფეროს მიხედვით.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სტრუქტურა
მუხლი 8🔗
სამინისტროში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:
ბ.ა) წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილება;
გ) ადმინისტრაციული განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილება;
ვ) დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.
მუხლი 9🔗
1. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების განხორციელების კოორდინაცია;
ბ) მინისტრის დავალებების შესრულებაზე კონტროლი;
გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.
2. წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) წარმომადგენლობებთან კოორდინაციითა და ერთობლივი მუშაობით დევნილთა პრობლემების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება;
ბ) დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით წარმომადგენლობებთან ერთად საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
გ) წარმომადგენლობებიდან წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა სრული კომპიუტერიზაციის უზრუნველყოფა;
ე) წარმომადგენლობების საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
3. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების საქმიანობის მონიტორინგი;
ბ) წარმომადგენლობების საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
4. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) სამინისტროს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულების, შვებულების, მივლინების დოკუმენტური გაფორმება, მოხელეთა წახალისება და ადმინიტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტების მომზადება;
დ) მოხელეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ვ) სამინისტროს უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ზ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატური აღრიცხვა და მასზე პასუხისმგებლობა.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
დ) დევნილთათვის კონსულტაციების გაწევა;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.
6. დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო გეგმის შესაბამისად, შემოსული წერილებისა და ინფორმაციის საფუძველზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და წამოჭრილი საკითხების მოგვარება, ასევე, დევნილთათვის შუამდგომლობის გაწევა, საქართველოსა და აფხაზეთის სამთავრობო, თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო დაწესებულებებთან;
ბ) დევნილთა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი, ანალიტიკური და პროგნოზული ინფორმაციის მომზადება;
გ) დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე (ორგანიზებულ ჩასახლებებში) საყოფაცხოვრებო პირობების სისტემატური შესწავლა, დოკუმენტური აღრიცხვა და ამავე ობიექტის ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
დ) დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მისი მუდმივი განახლება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;
ე) სამინისტროს დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილება უფლებამოსილია, საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.
7. დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დევნილთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების, ინვალიდების, მარჩენალდაკარგულების, ობლების, უდედმამო ბავშვთა და დიდი სამამულო ომის ინვალიდთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება და სპონსორების მოძიება;
ბ) საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დევნილთა სხვადასხვა კატეგორიების დახმარების უზრუნველყოფა;
გ) საზღვარგარეთ დასასვენებლად (ბანაკში) დევნილ ბავშვთა გამგზავრების ორგანიზება.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗
სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.