„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.104.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2019 წლის 31 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  30/07/2014, სარეგ. კოდი 010250040.35.104.016160), დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 1209 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1209 ელექტრონული პეტიცია

1.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა.

2. ელექტრონული პეტიციის წარდგენის მიზნით, მომხსენებელი ან რამდენიმეს შემთხვევაში, ერთ-ერთი, რეგისტრირდება  აპლიკაციის მომხსენებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, აპლიკაციაში განათავსებს პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს და  ელექტრონულ ფოსტაზე  კოდური სიტყვის/სიმბოლოები მიღების შემდეგ ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.

3. მომხსენებელი ვალდებულია ამ დადგენილების 1202 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ მუხლის 1202 მუხლის პირველი პუნქტის „დ“- „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია.

4. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთის დასტური მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

5.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი პეტიციას არ ასახავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე, თუ იგი ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავსუფლებებს ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

6. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლების აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ამასთან, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.

7. ამომრჩევლმა  ხელმოწერის შესრულებისას უნდა  დააფიქსიროს  პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე,  თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას და მისი პერსონალური მონაცემები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილი პირისთვის.

8. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ ოდენობას და მომხსენებლების სახელსა და გვარს.

9. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, პეტიციაზე დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის რეგისტრაციაზე „გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის, პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფორტის მისამართზე,  აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას 1202 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისაგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას, რომლის მიღების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომსხენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.

10. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი.

11. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იწყებს პეტიციის რეგისტრაციას.

12. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია