გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2019
ძალის დაკარგვა 04.04.2024
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 761 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2019 მიღება
04.04.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა.
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ანდა გურჯაანის  მუნიციპალიტეტის   მერის   სახელზე   წარმოადგენს   განცხადებას   გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ.
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია შაოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2019 წლის 2 აგვისტო ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სერტიფიკატის“ ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი დანართი №1 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. სტაჟირება – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა. 2. სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. 3. კანდიდატი – პირი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ანდა გურჯაანის  მუნიციპალიტეტის   მერის   სახელზე   წარმოადგენს   განცხადებას   გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ. 4. უშუალო ხელმძღვანელი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი 1. მერიის მიერ სტაჟირების გამოცხადების თაობაზე განაცხადი შეიძლება განთავსდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://hr.gov.ge) ან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (http://gurjaani.gov.ge/). 2. მერიის მიერ სტაჟირების გამოცხადების თაობაზე განაცხადის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://hr.gov.ge) განთავსების შემთხვევაში კანდიდატი ამავე გვერდის საშუალებით წარადგენს განცხადებას, ხოლო განაცხადის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (http://gurjaani.gov.ge/) განთავსების შემთხვევაში, კანდიდატი  განცხადებას წარადგენს მერიაში. 3. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 4. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 5. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) რეზიუმე (CV); ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 6. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან ან მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან. 7. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 8. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%- ით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3.  სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე. მუხლი 5🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი  6🔗.  მერიის  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის  პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1. მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის  უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურულიერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. მუხლი 7🔗. სტაჟირების  შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციით  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.