საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №364
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 11.01.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №364
2019 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი.
მუხლი 2🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი განისაზღვროს გრანტის გამცემად.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის მიერ გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსების დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს უფლებამონაცვლედ.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 6🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელოს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის ეროვნული ფონდის სახელმწიფო კონტროლი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.
მუხლი 8🔗
1. დადგენილების პირველი მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-7 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მე-2 − მე-5 მუხლები და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე