„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№377/ძ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №337/ძ

2019 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16/11/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016019) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების და ამ დებულების შესაბამისად.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის დირექტორად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი სპორტის სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილებით.“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან;“.

6. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს;“;

7. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და ინსტრუქციებს;“;

8. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“.

9. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის დირექტორის დროებით არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი;“.


მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიროლანდ ნიჟარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.08.2019.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.08.2019. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №377/ძ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.33.062.016106.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №377/ძ, 06.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4629418/