„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2019 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) შეტანილ იქნეს ცვლილება და №7 დანართის:

ა) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

8     სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის G-3 სამსახურის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე 500  

“;

ბ) მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

10 კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის შტაბის უფროსი და ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი (პოლკოვნიკი) და სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი 425

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია