„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2019 წლის 8 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016454) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-10, მე-12, მე-13 ნაწილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა“ (დანართი №1), თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2; დანართი №3).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 2 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2019.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.08.2019. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.117.016457.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №25, 08.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016457 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4632003/