„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №164/ნ

2019 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 მუხლის:

ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) II კარის 49-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 (მხოლოდ VII კლასი) პუნქტები;“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) II კარის X თავის I კლასი, II კლასი, III კლასი, IV კლასი, V კლასი, VI კლასი, ქართულენოვანი სკოლების VII კლასი;

ვ) III კარის XI, XII, XIII (VII კლასი), XV, XVI, XVII, XVIII (VII დონე), XIX2, XX, XXI, XXII (VII კლასი),  XXIV, XXV, XXVI (I დონე (ს.I), II დონე (ს.II)), XXVII, XXVIII დონე (ს.1), XXIX, XXX (I დონე (ს.I), II დონე (ს.II)), XXXI, XXXII დონე (ს.I), XXXIII, XXXIV2, XXXIV3XXXIV4 , XXXIV5, XXXIV6 დონე I (ს.1), XXXIV7, XXXIV8, XXXV, XXXVI, XXXVII (VII კლასის ისტორია და გეოგრაფია), XXXIX, XL, XLI (VII კლასი), XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVII (VII კლასი), XLVIII, XLIX, L (VII კლასი), LI, LII, LIII, LIV, LV (VII კლასი) თავები.“.

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოური ენები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ასევე, კლასის გაყოფა დასაშვებია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (სამინისტროსთან შეთანხმებით). გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენაში – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით ან ჯგუფები და განაყოფები დაკომპლექტდეს მეორე და მესამე ენების არჩევანის შესაბამისად.“;

გ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს და წამყვან მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

52. I-IV კლასების იმ პედაგოგებს, რომელთაც ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა ან მუსიკის სწავლების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, მიეცეთ უფლება ასწავლონ კონკრეტული საგანი დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი (გამოცდით დადასტურებული ან დიპლომირებული სპეციალისტი).“;

დ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

 

 ქულები

შეფასების დონეები

10

მაღალი

9

8

საშუალოზე მაღალი

7

6

საშუალო

5

4

საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი

1

 

2. კერძო სკოლა უფლებამოსილია შეიმუშავოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.“;

ე) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.“;

ვ) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს. სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლა უფლებამოსილია კომპონენტების წონა განსაზღვროს განსხვავებულად.“;

ზ) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საფეხურის ქულა – საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.“;

თ) 36-ე მუხლის:

თ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საჯარო სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. აღნიშნული არ ეხება იმ საგანს/საგნებს, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული.“;

თ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე. კერძო სკოლა უფლებამოსილია წლიურ გამოცდას წონა მიანიჭოს განსხვავებული წესით.“;

ი) 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის  არის  დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი  განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური  უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს.  ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით  თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და  მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ  ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა  განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის შემთხვევაში და ასევე  შინ სწავლებისას. ალტერნატიული  სასწავლო გეგმის   ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების  და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სპეციალიზირებულ სკოლაში საგნის მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს. მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება XXIX თავით.“;

კ) 54-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შესაძლებლობების შემთხვევაში, სასურველია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს არჩევითი საგნების მაქსიმალურად ფართო არჩევანი. როგორც კერძო, ისევე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ მოსწავლეებს შესთავაზონ ამ მუხლის მე-7 პუნქტისგან განსხვავებული არჩევითი საგანი, რომელიც პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. საჯარო სკოლა ვალდებულია ამ საგნის წლიური პროგრამა შეუთანხმოს სამინისტროს.

7. არჩევითი საგნების ნუსხა:

  • კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები
  • ამერიკისმცოდნეობა
  • გეოგრაფიული კვლევა
  • ეკონომიკა და სახელმწიფო
  • თეატრალური ხელოვნება
  • მეწარმეობის საფუძვლები
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • მსოფლიო კულტურა
  • მულტიმედია და დიზაინი
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი
  • ფოლკლორი და მითოლოგია
  •  XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
  •  ხელოვნების ისტორია
  •  სახელმწიფო და სამართალი
  •  ბუნების ძეგლებზე დაკვირვება
  • საქართველოს ეთნოგრაფია  
  • ფოლკლორული ანსამბლი
  • სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა
  • კინოხელოვნება
  • მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი
  • სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა
  • ქიმიური ტექნოლოგიები
  • შესავალი თანამედროვე ფიზიკაში
  • ხაზვა
  • ასტრონომია
  • გარემო და მდგრადი განვითარება
  • მესამე უცხოური ენა
  • მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით).
  • ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)
  •   ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი

    საგნის დასახელება

    საგნობრივი

    ჯგუფი

    ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების

    მიხედვით

    მოდულის რაოდენობა

    კლასი

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    1

    X/XI/XII

    ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი

    საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხოური ენები

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    XI/XII

    ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    X/XI/XII

    ტექნოლოგიები

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    სახელმწიფო ენა

    2

    1

    X/XI/XII

    სახელმწიფო ენა, უცხოური ენები

    2

    1

    X/XI/XII

    ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    X/XI/XII

    ესთეტიკური აღზრდა

    2

    1

    X/XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები

    2

    1

    X/XI/XII

    ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ

     შესაძლებელია სურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)

    ესთეტიკური აღზრდა

    1

    2

    X/XI/XII

    ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

    1

    2

    X/XI/XII

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    2

    I მოდ. - X/XI/XII

    II მოდ. - XI/XII

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    2

    XI/XII

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    2

    I მოდ. - XI/XII

    II მოდ. - XII

    მათემატიკა

    1

    2

    X/XI/XII

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    2

    XI/XII

    საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

    1

    2

    X/XI/XII

    საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

    უცხოური ენები

     

     

    X/XI/XII

    სახელმწიფო ენა, უცხოური ენა.

     

     

     

    ტექნოლოგიები, მათემატიკა, სპორტი

     

     

    II-III

               

    “;

    ლ) 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

    „11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეადგინოს შემდეგი სამი მოდელის მიხედვით:

    მოდელი I – საათობრივი ბადე, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

    მოდელი II – საათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

    1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში.

    2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი  გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ  ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.

    მოდელი III – საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას.“;

    მ) 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს („მეორე უცხოური ენა საბაზო საფეხურზე“) დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი (თავი XXIII-ის წინ) და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად;

    ნ) XXVIII თავის შემდეგ დაემატოს XXIX თავი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

    მუხლი 2
    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი