„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №386 |
|
2019 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 1 იანვრამდე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;“;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.
2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე, 75-ე და 103-ე მუხლები.“;
გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.“;
დ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-7 მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე. სპეციალურ შემოწმებას ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.“;
ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს/ითხოვს საბჭოს აპარატის უფროსი.“;
ე.დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის გარეშე, არ დაიშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.“;
ვ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. მოვალეობის შესრულების დაკისრება
1. დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია:
ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დააკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:
ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;
ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.
4. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
6. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
7. ხელმძღვანელების დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
თ) მე-14 მუხლის:
თ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფულადი ჯილდო;“;
თ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.“;
თ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.“;
ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება, არაუმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება), საბჭოს აპარატის უფროსთან შეთანხმებით.“;
კ) მე-16 მუხლის:
კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
კ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
კ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.“;
კ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ლ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.“;
მ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. შვებულება
1. მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
2. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით. საბჭოს აპარატის უფროსს შვებულება ეძლევა საბჭოს მდივნის ბრძანებით.
3. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.“;
ნ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ყოველწლიური შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულების გრაფიკის შესაბამისად.“;
ო) V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება და შეწყვეტა“;
პ) 25-ე მუხლის:
პ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერების საფუძვლები“;
პ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი განცხადება არაუმეტეს 5 დღის ვადით სამსახურის შეჩერების შესახებ, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;“;
ჟ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საბჭოს აპარატიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები
1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ე) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ზ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
თ) პირადი განცხადებით;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ლ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს 2 კვირით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“;
რ) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. საბჭოს აპარატის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საბჭოს აპარატის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილ საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო).
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება საბჭოს აპარატის კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი, კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
7. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურის დათხოვნა.“;
ს) 31-ე მუხლის:
ს.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური წოდება მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.“;
ს.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირებს, რომლებსაც საბჭოს აპარატში სამსახურში მიღებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, საბჭოს აპარატში სამსახურში მიღების შემდგომ, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება.
3. სამხედრო მოსამსახურეებს საბჭოს აპარატში მიღებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები. სამხედრო წოდება უთანაბრდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ზემდეგი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი – გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-ლეიტენანტი.“;
ს.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. საბჭოს აპარატიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
42. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, საბჭოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება.“;
ს.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის წოდება.“;
ს.ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.“;
ს.ვ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს მდივანი ან საბჭოს აპარატის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
7. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.“;
ტ) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. აპარატის მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აპარატის მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
4. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს, სამსახურში აღდგენისას, სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.“;
უ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საბჭოს აპარატში განისაზღვრება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-პოლკოვნიკი – საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი.“;
ფ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ქ) 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე მუხლი:
„მუხლი 37. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, საბჭოს მდივნის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.“.
|