ამ შეთანხმების მიზნებისთვის:

ა)   „წევრი სახელმწიფოები“ ნიშნავს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს;

ბ)  „კოლეჯი“ ნიშნავს ევროჯასტის კოლეჯს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-10 მუხლში;

გ) „ეროვნული წევრი“ ნიშნავს ევროჯასტის ეროვნულ წევრს, რომელიც მიავლინა ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელწიფომ, ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;

დ) „მოადგილე“ ნიშნავს პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც ეროვნული წევრი ან ანაცვლებს მას, ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად;

ე)    „დამხმარე“ ნიშნავს პირს, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს ეროვნულ წევრს ან მეკავშირე პროკურორს, როგორც ეს მითითებულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ამ შეთანხმების მე-6 მუხლში;

ვ)  „მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში“ (შემდგომში – მეკავშირე პროკურორი) ნიშნავს პროკურორს,      რომლის სტატუსიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით;

ზ)  „მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში“ ნიშნავს მაგისტრატს, რომელიც ინიშნება საქართველოში ევროჯასტის კოლეჯის მიერ ევროჯასტის გადაწყვეტილების 27a მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;

თ) „ტერორიზმის საკითხებში ეროვნული კორესპონდენტი“ ნიშნავს ერთ-ერთ საკონტაქტო პირს, რომელიც ინიშნება საქართველოს მთავრობის მიერ ამ შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად და პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების კორესპონდენციის წარმოებაზე;

ი)  „სამართლებრივი თანამშრომლობის ორგანოები“ საქართველოსთვის გულისხმობს ზოგადი იურისდიქციის სასამართლოებს და პროკურატურას ყველა დონეზე;

კ)  „ადმინისტრაციული დირექტორი“ ნიშნავს ადმინისტრაციულ დირექტორს ევროჯასტის გადაწყვეტილების 29-ე მუხლის შესაბამისად.

ლ) „ევროჯასტის მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ ნიშნავს ევროჯასტის პერსონალის სპეციალურად       დანიშნულ წევრს, რომლის მოვალეობები განსაზღვრულია ევროჯასტის      გადაწყვეტილების მე-17 მუხლში, მათ შორის, უზრუნველყოს ევროჯასტის მიერ პერსონალურ მონაცემთა კანონიერი და შესაბამისი დამუშავება დამოუკიდებლად;

მ)  „ევროჯასტის პერსონალი“ ნიშნავს პერსონალს, რომელიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების 30-ე მუხლში.

ნ)  „ევროჯასტის პროცედურული წესები მონაცემთა დაცვის შესახებ“ ნიშნავს პროცედურულ წესებს, რომელიც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას და დაცვას ევროჯასტში, რომელიც დამტკიცებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ 2005 წლის 24 თებერვალს;

ო) „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეეხება იდენტიფიცირებულ თუ იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (შემდგომში „მონაცემთა სუბიექტი“).  იდენტიფიცირებადი არის პირი, ვინც შეიძლება იქნეს იდენტიფიცირებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, კონკრეტულად კი პირადობის ნომრის მითითებით ან მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივი, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობის გამომხატველი ერთი ან რამდენიმე სპეციალური ნიშნით; და

პ) „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც შესრულებულია პერსონალური მონაცემების საფუძველზე, ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე, როგორიცაა შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, ადაპტირება ან შეცვლა, აღდგენა, გაცნობა, გამოყენება, გამხელა გადაცემის გზით, გავრცელება ან სხვა მხრივ წვდომის დაშვება, დაჯგუფება ან კომბინირება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურებ